შანელმა Vogue Business დაუდასტურა, რომ 30 წლის შემდეგ ვირჯინი ვიარი მოდის სახლს ტოვებს.
კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შანელში მას შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.
“ხუთი წლის შემდეგ, რაც ვირჟინი ვიართან, როგორც შემოქმედებით ხელმძღვანელთან ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა და მან მოდის სახლის კოდების განახლება შანელის მდიდრული კრეატიული მემკვიდრეობის პატივისცემასთან ერთად შეძლო, ასევე მოდის სახლში დაყოფილი თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ, შანელი ადასტურებს მის წასვლას,” – აღნიშნულია განცადებაში.
ბრენდი მადლობას უხდის ვირჟინის “განსაკუთრებული კონტრიბუციისთვის” და როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, შემოქმედებითი მიმართულებით ცვლილებების შესახებ “შესაბამის დროს” დაანონსდება.
ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია. სიახლე განახლებადია.