დადასტურდა, რომ Gucci-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ალესანდრო მიკელე მოდის სახლს ტოვებს. ბრენდის წარმომადგენლებმა ეს ამბავი საზოგადოებას ოფიციალური განცხადების მეშვეობით აუწყა და დიზაინერს 7-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მადლობა გადაუხდა.

ალესადნრო მიკელე

“გამიმართლა, რომ 2014 წელს ალესანდროს შევხვდი. ამის შემდეგ კი ერთად მუშაობის შესაძლებლობა გვქონდა. ამ ბოლო წლებში, Gucci-მ წარმატებულად გაიკვალა გზა. მინდა მას (ალესანდროს) მადლობა გადავუხადო Gucci-ში 20-წლიანი მოღვაწეობისათვის, მისი ხედვის, ერთგულებისა და მოდის სახლის მიმართ უპირობო სიყვარულისათვის” – განაცხადა Gucci-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკო ბიზარიმ.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო მიკელეს Gucci-დან წასვლის შესახებ ცნობები 23 ნოემბერს გავრცელდა. ჯერ კიდევ დაუდასტურებელ ინფორმაციას მოდის პრესა ე.წ. სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა.

ალესანდრო (ლალო) მიკელე Gucci-ის შემოქმედებით ხელმძღვანელად 2015 წლის იანვარში დაინიშნა. დიზაინერის შემოქმედებითი მოღვაწეობა ბრენდისათვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. თავისი დამახასიათებელი ხელწერით და მარკეტინგული სტრატეგიის ხედვით, ალესანდრო მიკელემ Gucci-ის ამჟამინდელი იდენტობა შექმნა და ერთ-ერთ ვარსკვლავურ ბრენდად აქცია.

Tags :