გასული რამდენიმე წელია, ლაბორატორიაში დამზადებული ბრილიანტების შესახებ მსჯელობა არ წყდება. ბრილიანტი ყოველთვის გამორჩეული ძვირფასი ქვა იყო, რომელიც უნიკალურობითა და მშვენიერებით, გულგრილს არავის ტოვებდა. ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, ქალის აქსესუარების კოლექცია არასდროსაა სრულყოფილი ბრილიანტის სამკაულის გარეშე. თუმცა დროსთან ერთად, იცვლება ადამიანთა ღირებულებები და შეხედულებები.

დღესდღეისობით, როდესაც მდგრადი მოდა და ეკომეგობრული შოპინგი იმდენად აქტუალური და საყურადღებოა, როგორც არასდროს, სხვა მახასიათებლებთან ერთად, მნიშვნელოვანი გახდა ეთიკური არჩევანის გაკეთება.

ამ სტატიაში გვსურს უკეთ გაგაცნოთ – Blush Jewelry, ბრენდი, რომელიც 2006 წელს ნიდერლანდებში დაფუძნდა და დღესდღეისობით, ლაბორატორიულად მოყვანილი ბრილიანტების კოლექციებით, ერთ-ერთი მოწინავეა სამკაულების კონკურენტულ ბაზარზე. ბრენდი საქართველოში 2023 წლიდან, ექსკლუზიურად TI’ME -ის მაღაზიათა ქსელშია წარმოდგენილი. ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ცნობილია, რომ TI’ME განსაკუთრებით ზრუნავს ქართველ მომხმარებლებზე ისეთი ბრენდების შეთავაზებით, რომლებიც არა მხოლოდ ერგებიან თანამედროვე ტრენდებს, არამედ ინოვაციურ კვალსაც ტოვებენ ძვირფასი და ტრენდული სამკაულების ბიზნესში.

მარტივად რომ ვთქვათ, ლაბორატორიაში მოყვანილი ბრილიანტი ბუნებრივი გზით, მიწიდან მოპოვების ნაცვლად, ლაბორატორიაში, ადამიანთა მიერაა დამზადებული. Blush Lab Diamonds -ის კოლექციაში წარმოდგენილია ლაბორატორიაში დამზადებული ბრილიანტები, რომლებიც ქიმიური, ფიზიკური და ოპტიკური მხრივ, ბუნებრივი ბრილიანტების იდენტურია. ბრენდი ბრილიანტებს ლაბორატორიებში იმ პროცესების გამოყენებით ქმნის, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ბრილიანტის ბუნებრივი წარმოქმნის პროცესს იმეორებენ. შეუიარაღებელი თვალითა თუ მიკროსკოპული დაკვირვებით, განსხვავება ბუნებრივ და ბრენდის მიერ წარმოებულ ლაბორატორიულ ბრილიანტს შორის არ არსებობს, მხოლოდ სპეციალიზირებულ აღჭურვილობით არის შესაძლებელები ფორმირების გარჩევა.

ადამიანთა უმრავლესობისათვის კი, ბრილიანტი ბრილიანტია, მისგან გვსურს ბზინვარება, სილამაზე და რაღა თქმა უნდა – ხარისხი. Blush Lab Diamonds უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხს, ბრენდის ბრილიანტებს მოყვება სერთიფიკატი, არცერთი ბრილიანტი არ არის ზუსტად ერთნაირად ფორმირებული, თითოეული მათგანი უნიკალური და სრულყოფილად გაპრიალებულია. როდესაც სილამაზისა და ხარისხის მიღება ბუნებისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით, მეტად ეთიკური გზით და თანაც ხელმისაწვდომ ფასად შეგვიძლია, რა თქმა უნდა ადვილი გასაგებია, თუ რატომ და როგორ იქცა ლაბორატიულიად მოყვანილი ბრილიანტები სამკაულების ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ტრენდად, Blush Lab Diamonds კი – ყველა ქალისთვის სასურველ ბრენდად.

Blush Lab Diamonds კოლექციების დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია ექსკლუზიურად TI’ME Georgia-ში, როგორც მაღაზიებში, აგრეთვე ოფიციალურ ვებსაიტზე – Time.ge. აგრეთვე გამოიწერეთ TI’ME Georgia-ს ოფიციალური გვერდები და თვალი ადევნეთ სიახლეებს:

Facebook: TI’ME Georgia

Instagram: TI’ME Georgia

Tags :