გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, იცვლება ჩვენი განწყობა და შესაბამისად, ჩვენი ყოველდღიური რუტინაც. აქედან გამომდინარე, ყველაზე შთამაგონებელი სეზონის დადგომასთან ერთად, იტალიურმა ბრენდმა KIKO MILANO-მ სრულად ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც იდეალურად მოერგება ჩვენს განახლებულ რუტინებს. პროდუქტები, რომლებსაც ამ კოლექციაში ნახავთ, ეხმაურება უახლეს ტენდენციებს და ამასთანავე, ინარჩუნებს ბრენდისთვის დამახასიათებელ ხარისხს.

ნაზი, ჰაეროვანი ტექსტურები, პროდუქტები, რომლებიც თქვენს ბუნებრივ სილამაზეს გაუსვამენ ხაზს – ამ ყველაფერს იპოვით კიკოს ახალ, საგაზაფხულო კოლექციაში – BLOSSOMING BEAUTY.

ყვავილების ბაღით შთაგონებული კოლექცია მეტწილად ტრენდული პასტელური ფერებითაა დაკომპლექტებული, თუმცა უფრო მკვეთრი ფერების მოყვარულებს შეხვდებათ ვარდისფერის ფართო სპექტრიც – ატმისფერიდან ფუქსიამდე.

კოლექციაში წარმოდგენილია ყველაფერი, რაც გაზაფხულისთვის კანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ, სახის ტონერიდან მაკიაჟის დამაფიქსირებელ პუდრამდე. კოლექციაში აღსანიშნი პროდუქტებია Dazzling Liquid Eyeshadow – თხევადი თვალის ჩრდილების ხაზი, Hydrating Face Cream SPF 20 – დამატენიანებელი კრემი მზის დამცავით, Hydrating & Long Lasting Blurring Effect Foundation – ტონალური კრემი გლუვი და ბუნებრივი ბაზისთვის და Charming Lip Gloss – ტუჩების იდეალური ბზინვარებისთვის.

რა თქმა უნდა, გაზაფხულის რუტინა წარმოუდგენელია ჰაილაითერისა და ბლაშის გარეშე, Multi Finish Floral Blush და Rays of Light Highlighter ორი შეუცვლელი პროდუქტი გახდება თქვენს კოსმეტიკის ჩანთაში.

კოლექციის შესაძენად შეგიძლიათ ეწვიოთ KIKO MILANO-ს თბილისის ოფიციალურ მაღაზიებს, რომლებიც მდებარეობს „თბილისი მოლში“, „ისთ ფოინთსა“ და „სითი მოლში“. კოლექცია ასევე არის წარმოდგენილი ShopShop-ისა და Blush.ge-ს პლატფორმებზე.