Louis Vuitton-მა კიდევ ერთი ახალი სახე წარადგინა – ბრენდის ახალი საერთაშორისო ამბასადორი ცნობილო K-pop ჯგუფის, BLACKPINK-ის ვარსკვლავი ლისაა. ლისას Louis Vuitton-თან და ნოკოლა ჟესქიერთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს. ამჯერად კი ეს მეგობრობა ოფიციალური თანამშრომლობის სახით გაგრძელდება და ლისას Louis Vuitton-ის კამპანიებში არაერთხელ ვიხილავთ. როგორც ნიკოლა ჟესქიერმა თავის განცხადებაში თქვა, მომღერალს განსაკუთრებული ქარიზმა აქვს, რაც ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის.
აღსანიშნავია, რომ ლისას კარიერა მუსიკისა და მოდის ინდუსტრიის გარდა, კინოსაც დაუკავშირდა. შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავს HBO-ს ცნობილი სერიალის, The White Lotus-ის მესამე სეზონში ვიხილავთ.
იხილეთ ფოტოები, რომლითაც Louis Vuitton-მა ლისა ამბასადორის ამპლუაში წარადგინა: