ფრანგულმა ვოგმა ცოტა ხნის წინ 2023 წლის მარტის ნომრის ყდა გაავრცელა, რომელსაც K-pop-ის ვარსკვლავი და BLACKPINK-ის ერთ-ერთი წევრი, ჯისუ ამშვენებს. “ჯისუსთვის ეს პირველი ყდაა ფრანგული ვოგისთვის” ნათქვამია ვოგის სტატიაში, “K-pop-ის მეგავარსკვლავი, ჯისუ, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მსოფლიო მუსიკის წამყვანი სახე, ის ახალი თაობის პოპ-კულტურის აიქონია.”
მარტის ნომერი და შესაბამისად ჯისუს ყდაც, ვივიენ ვესტვუდის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც 2022 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა.
ფოტოების ავტორი უგო კომტეა, ხოლო სტილისტი – ვანესა რიდი.