BLACKPINK-ის წევრები სულ უფრო მეტ პოპულარობას აღწევენ. მუსიკალურ სცენასთან ერთად, K-pop ვარსკვლავები კინოს და მოდის ინდუსტრიების გავლენიან პერსონებად იქცნენ. ახლახან Dior-მა Lady Dior 95.22-ის ახალი კამპანია წარადგინა, რომლის სახეც სწორედ BLACKPINK-ის ჯისუა.
მინიმალისტური ესთეტიკის შავ-თეთრ კამპანიაზე ფოტოგრაფმა ბრიჯიტ ლაკომმა იმუშავა. კამპანია Dior-ის საკულტო ჩანთის, როგორც მოდის სახლის ერთ-ერთი ცნობილი მოდელისადმი მიძღვნილი ნამუშევარია.
აღსანიშნავია, რომ ჯისუ მოდის სახლის საერთაშორისო ამბასადორია. ბრენდმა K-pop ვარსკვლავი ამ სტატუსით 2021 წელს წარადგინა.
ნახეთ Lady Dior 95.22-ის კამპანია ჯისუს მონაწილეობით: