BLACKPINK-ის ჯენი ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, რომელმაც წარმატებას მოდის და სატელევიზიო სერიალების ინდუსტრიაშიც მიაღწია. ახლახან K-pop-ის შემსრულებელმა ვარსკვლავმა თავისი ახლად დაფუძნებული კომპანია წარადგინა. კომპანიის სახელია OA, რომელიც Odd Atelier-ის აბრევიატურაა.  ჯენიმ გულშემატკივრებს სიახლე ინსტაგრამის პოსტის მეშვეობით აუწყა.

ბრენდის წარსადგენად ჯენიმ შავ-თეთრი ფოტოსესია გამოაქვეყნა.  OA-ს ჯენიმ ახალი თავგადასავალი უწოდა და გულშემატკივრებს ბრენდის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიმართულებით იმუშავებს OA. არის ვარაუდი რომ Odd Atelier ტანისამოსის ბრენდი, ან ხმისჩამწერი ლეიბლია, თუმცა ჯენის განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.