თუ შოპინგისათვის წლის ყველაზე სასურველ დღეზე ვიფიქრებთ, პირველი აუცილებლად Black Friday გაგვახსენდება. შოპინგის მოყვარულთათვის ის ყველაზე სასიამოვნო დღეა – დღე, როცა ჩვენთვის სასურველი უამრავი ნივთის შეძენა ფასდაკლების განსაკუთრებული პირობებით შეგვიძლია. Black Friday, როგორც საერთაშორისო დღე, სადღესასწაულო საყიდლების დაწყების პერიოდად მიიჩნევა.
Black Friday-ზე ბრენდებს მომხმარებლებისათვის სხვადასხვა შეთავაზება აქვთ, ამ სტატიაში კი მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიის – Inditex-ის გლობალური პრაქტიკის შესახებ გიყვებით.


იქიდან გამომდინარე, რომ Inditex-ის ქსელში გლობალური მარკეტის ყევლაზე პოპულარული საერთაშორისო ბრენდები ერთიანდება და ერთგულ მომხმარებელთა რიცხვიც განსაკუთრებით დიდია, შეგვიძლია გაბედულად ვთქვათ, რომ კომპანიის განსაკუთრებულ შეთავაზებას მრავალი მილიონი ადამიანი მოუთმენლად ელის. Zara, Bershka, Massimo Dutti, Oysho, Pull & Bear, Straduvarius – ეს იმ ბრენდების ჩამონათვალია, რომლებსაც Inditex აერთიანებს.


ბრენდების შერჩეულ კოლექციაზე ფასდაკლება ერთი დღით ადრე იწყება. შოპინგის კომფორტული გამოცდილებისათვის, 24 ნოემბერს Black Friday-ის ფარგლებში დაწესებული ფასდაკლება ონლაინ შეძენისას ვრცელდება, ხოლო 25 ნოემბერს განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობა უკვე ფიზიკურ მაღაზიებშიც შეგვიძლია. როგორც უკვე იცით, Inditex-ის ბრენდები ოფიციალური მაღაზიებით საქართველოშიც არის წარმოდგენილი, შესაბამისად ქართველი მომხმარებლისათვის უკვე კარგად ნაცნობ ბრენდებზე სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს.

Black Friday-ის ბევრი პრაქტიკული და დადებითი მხარე აქვს, თუმცა სამართლიანობისათვის აქვე უნდა აღინიშნოს რამდენიმე გარემოება – გაითვალისწინეთ, რომ ამ დღის მღელვარება მოლებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მომხმარებლს იზიდავს. ამიტომაც მოიკრიბეთ მოთმინება, რადგან გადატვირთული მაღაზიების სალაროებთან, შესაძლოა, საკმაოდ დიდი რიგი დაგხვდეთ. მიუხედავად ამ გვერდითი ეფექტისა, Black Friday-ზე საშოპინგოდ წასულს გახსოვდეთ, რომ დამღლელი დღის შემდეგ, მოლებიდან ფასდაკლებით შეძენილი იმ ნივთებით დაბრუნდებით, რომელთა ყიდვასაც შესაძლოა დიდხანს გეგმავდით.
Zara-ს, Massimo Dutti-ის და Bershka-ს კოლექციების ონლაინ შესაძენად ესტუმრეთ შემდეგ ოფიციალურ ვებ-გვერდებს:
Zara – www.zara.com/ge/
Massimo Dutti – www.massimodutti.com/ge/
Bershka – www.bershka.com/ge/