CR Fashion Book-მა ახალი, 24-ე ნომერი წარადგინა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი ბიონსეა. გამოცემამ თავისი გამორჩეული კონცეფციის მოხედვით, მომღერალი სრულიად განსხვავებული და მრავალფეროვანი იმიჯით წარადგინა. ჟურნალი 29 მარტს გამოიცემა მანამდე კი ინტერნეტში ფოტოსესია გავრცელდა. ფოტოების ავტორები არიან Louise & Maria Thornfeldt.
CR Fashion Book ფრანგული Vogue-ის ყოფილი რედაქტორის, კარინ როიტფელდის მიერ დაფუძნებული ჟურნალია, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოიცემა. ამ ნომრის წინამორბედი, 23-ე გამოცემის მუზა კიმ კარდაშიანი იყო. რაც შეეხება ბიონსეს და CR Fashion Book-ის თანამშრომლობას, მომღერალი ჟურნალის ყდაზე პირველად 2014 წელს გამოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:





