მალე მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე ოსკაროსანი რეჟისორის, გრეტა გერვიგის ხმაურიანად დაანონსებული ფილმი Barbie გამოვა. კინოსურათის დახურული პრემიერა უკვე შედგა, საჯარო ჩვენებები კი 21 ივლისიდან დაიწყება. გარდა სიუჟეტისა, ფემინისტური კონტექსტისა და სამსახიობო შემადგენლობისა, ფილმი მუსიკალური გაფორმებითაც გამოირჩევა. Barbie-სთვის კომპოზიციები ჩაწერეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან ნიკი მინაჟი, დუა ლიპა, ბილი აილიში. ახლახან ფილმის საუნდტრეკზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო სწორედ ბილი აილიშმა გამოაქვეყნა.

What Was I Made For? – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის კლიპშიც ვარსკვლავს მისთვის და მისი შემოქმედებისათვის უჩვეულო იმიჯით ვხედავთ. მუსიკალური ვიდეოს რეჟისურა, მხატვრობა, ვიზაჟი და კოსტიუმების დიზაინი სწორედ ფილმ Barbie-ის ესთეტიკით არის წარმოდგენილი.