იტალიურმა მოდის სახლმა Etro-მ ბრენდის ამჟამინდელი შემოქმედებითი ხელმძღვანელის, მარკო დე ვინჩენცოს დიზაინით შექმნილი პირველი ჩანთა წარადგინა. ჩანთის სარეკლამო კამპანიაში იტალიელი სუპერმოდელი ბიანკა ბალტი გამოჩნდა.
მოდელი სახელწოდებით -Vela მკვეთრი სილუეტებით და კონტურებით გამოირჩევა. ჩანთაზე დატანილია მეტალის დეტალი, რომლის ერთ მხარეს თავად მოდელის დასახელების აღმნიშვნელო ასო – V არის ამოტვიფრული, მეორე მხარეს კი – მითიური მფრინავი ცხენის, პეგასუსის გამოსახულება. აღსანიშნავია, რომ მეტალის ეს ნაკეთობა იმავე ტექნიკით არის შესრულებული, რომელიც ძველად მონეტების ჭრისათვის გამოიყენებოდა.
Vela-ს მოდელის წარმდგენი კამპანიის ფარგლებში, იტალიურმა მოდის სახლმა ბიანკა ბალტისთან ითანამშრომლა. იტალიელი სუპერმოდელი ბოლო წლების განმავლობაში, კამპანიებსა და რეკლამებში ნაკლები სიხშირით ჩნდება. Vela-ს კამპანია დახვეწილი და მინიმალისტური ესთეტიკის ფოტოსესიით გამოირჩევა. ფოტოების ავტორი დავით გიორგაძეა.
იხილეთ კამპანიის ფოტოები: