იტალიურმა ვოგმა 2023 წლის მაისის ნომერი გაავრცელა, რომელსაც ტოპ მოდელი ბელა ჰადიდი ამშვენებს. ფოტოსესიის სახელწოდებაა: „როდესაც ფოტოგრაფია თამაშობს ხელოვნურ ინტელექტთან“ – ფოტოებში გამოყენებული ფონი სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. გამოყენებული პროგრამის სახელწოდებაა DALL-E, რომელმაც „ფოტოებს კრეატიული მიმართულება მისცა“ – ნათქვამია სტატიაში. ფოტოების ავტორი კარლინ ჯეიკობსია, ხოლო სტილისტი – იმრუ აშა. ხელოვნური ინტელექტის გამოსაყენებლად ჯეიკობსს AI არტისტი ჩად ნელსონი დაეხმარა.

ჯეიკობსის თქმით, თითოეულ ფოტოზე მას და იმრუ აშას 20-მდე იდეა ჰქონდათ, “როგორც ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენლისთვის, რთული იყო იდეების სიტყვიერად გადმოცემა. თუმცა ეს ჩემთვის ახალი, გამოწვევებით სავსე პროექტია, რომელიც ჩემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება,” – აღნიშნა ჯეიკობსმა.

იტალიური ვოგი, 2023 წლის მაისი: