მას შემდეგ, რაც Netflix-ზე ტიმ ბარტონის Wednesday-ს პრემიერა შედგა, გოთური სტილი ინტერნეტის მომენტალურ ჰიტად იქცა. თუმცა მანამ, სანამ ეკრანებზე კიდევ ერთხელ ვიხილავდით ადამსების ოჯახს, სოციალურ ქსელებში ერთი დიდი ტრენდი ტრიალებდა: ბარბიქორი. ტრენდის საწყისი შესაძლოა გრეტა გერვიგის გახმაურებული ფილმი Barbie-ია, რომელშიც მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ. ფილმი 2023 წელს გამოდის, თუმცა მას შემდეგ, რაც გადასაღები მოედნიდან ფოტოები გავრცელდა, ინტერნეტში ხმაური ფილმის გარშემო არ წყდება. ამას დაემატა პიერპაოლო პიჩოლის ვალენტინოს ფუქსია – ვარდისფერი, რომელშიც ის ვარსკვლავებს ტოტალურ, მონოქრომულ ლუქებში მოსავდა – ენ ჰეთევეი, კრისტენ მაკმენამი, ზენდეია, სიმონ ეშლი, სებასტიან სტენი, ლუის ჰემილტონი, ლიზო. ბარბიქორის ტრენდს ბალენსიაგაც კი შეუერთდა, მიუხედავად იმისა, რომ დემნასთვის მკვეთრი ფერები უჩვეულოა, წელს კიმ კარდაშიანი და დუა ლიპა მის ვარდისფერ კოსტიუმებში ვიხილეთ.

ამ სტატიაში გთავაზობთ – ლუქს პოდიუმიდან, წითელი ხალიჩებიდან და ცნობილი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებიდან, სადაც მათ წლის ტრენდი – Barbiecore აცვიათ: