მსოფლიო კინოთეატრებში ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საპრემიერო კვირაა. ეკრანებზე 2023 წლის ორი კინო ჰიტი – Barbie და Oppenheimer ერთდროულად გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრული ღირებულებებით უამრავი კრიტიკოსის რჩეული სწორედ Oppenheimer არის, Barbie კინოინდუსტრიის კომერციული რეკორდსმენი გახდა. პირველ საპრემიერო კვირაში მისმა შემოსავალმა 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამ შედეგით გრეტა გერვიგის Barbie პირველი საპრემიერო კვირის მონაცემებით ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა, რომელიც ოდესმე ქალ რეჟისორს გადაუღია.
Barbie კომპანია Mattel-ის ცნობილი სათამაშოს ისტორიას ალტერნატიული ხედვით ჰყვება. ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ.