არავისთვის სიახლე არ არის, რომ გრეტა გერვიგის Barbie არა მხოლოდ კინო სამყაროს დიდ მოვლენად, არამედ იმ ფენომენად იქცა, რომელმაც მოდის, რეკლამის, მუსიკის და სოციალური მედიის სამყაროში შეაღწია. ფილმის წარმატებულმა მარკეტინგმა განაპირობა ის, რომ Barbie-ის ეფექტი სხვადასხვა კომპანიის გაყიდვებსა და პოპულარობაზეც კი აისახა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ Birkenstock-ს მომხმარებლები Google-ის სისტემაში, ხუთჯერ დიდი სიხშირით ეძებენ. საქმე ის არის, რომ ფილმი Barbie-ის ერთ-ერთ სცენაში, Birkenstock მაყურებლისათვის დასამახსოვრებელ კონტექსტშია წარმოჩენილი.
Barbie-ის სიუჟეტი Matel-ის საკულტო სათამაშოსთან დაკავშირებულ არაერთ სტერეოტიპს უპირისპირდება. ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ. Barbie-ის პრემიერა 2023 წლის 21 ივლისს შედგა.