ბალენსიაგას 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც ციფრულ ფორმატში, ვიდეო თამაშის სახით გავრცელდა, ფრანგული ბრენდი კიდევ ერთხელ იკვეთება თამაშებთან. ამჯერად, მოდის სახლმა ახალი თანამშრომლობა Sony- ისთან დააანონსა. ამ უკანასკნელმა უახლესი სათამაშო კონსოლი რამდენიმე თვის წინ, 499 დოლარად წარადგინა. კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი კაპსულა კოლექცია მეტწილად შავ და წითელ ფერებშია გადაწყვეტილი, ის აერთიანებს ლოგოებით ბრენდირებულ მაისურებს, ჰუდებს და კეპებს.

აღსანიშნავია, რომ ბალენსიაგას ბრენდირებული მაისურები უფრო ძვირი (675$ და 875$) ღირს, ვიდრე Sony SPS5-ის უახლესი კონსოლი.

მას შემდეგ, რაც ბალენსიაგას შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ დაიკავა, ბრენდი ხშირად უშვებს კაპსულა კოლექციებს ცნობილ კომპანიებთან და არტისტებთან კოლაბორაციით. უახლოეს წარსულში ვიხილეთ : Balenciaga x Apple Music, Balenciaga x Rammstein.