Balenciaga 2024 წლის კოლექციას ლოს ანჯელესში წარადგენს. ჩვენება 2023 წლის 2 დეკემბერს გაიმართება. შოუს ვენიუ და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ლოს ანჯელესში დაგეგმილი ჩვენება მეორე შემთხვევა იქნება, როცა დემნა კოლექციის პრეზენტაციას შეერთებულ შტატებში გამართავს.
ჩვენების ლოს ანჯელესში ჩატარების დაანონსების შემდეგ, მოდის სახლმა კიდევ ერთი სიახლე გაავრცელა. Balenciaga-მ ბრენდის ამბასადორები დაასახელა – ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი და ტაილანდელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი PP Krit Amnuaydechkorn. როგორც მოდის სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, ორივე პერსონა თავისი შემოქმედებითი ცხოვრებით, ღირებულებებით დას ცხოვრების სტილით, Balenciaga-ს კომუნის სახეს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ წარსულში Balenciaga-ს სახედ უამრავი ცნობილი ვარსკვლავი ვიხილეთ, როგორებიც არიან მაგალითად: კიმ კარდაშიანი, ნიკოლ კიდმანი, ბელა ჰადიდი და ჯასტინ ბიბერი, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბრენდმა ოფიციალური ამბასადორები წარადგინა.