შემოდგომის დადგომასთან ერთად, ჩვენს ცხოვრებაში აქტიური პერიოდი იწყება. ეს ის დროა, როცა ხანგრძლივი დასვენების შემდეგ, განახლებული ენერგიით ვიწყებთ გადატვირთული დღის რეჟიმით ცხოვრებას. შემოდგომის სეზონს სიახლეები შემოაქვს არამხოლოდ ჩვენს ყოველდღიურობაში, არამედ – გარდერობშიც. ყოველწლიურად იცვლება საშემოდგომო ტრენდები და ეს ცვლილებები განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის იმიჯზე აისახება – თაობის, რომელსაც თამამი და გაბედული გადაწყვეტილებების არასოდეს ეშინია და საკუთარ ინდივიდუალიზმს სწორედ სამოსით გამოხატავს.
ახალი თაობის გავლენა მოდისა და სტილის ტრენდებზე იმდენად დიდია, რომ ეს თანამედროვე მასმარკეტზეც აისახა. იმისათვის, რომ ბრენდმა აქტუალობა შეინარჩუნოს, სწორად უნდა განსაზღვროს აღნიშნული მომხმარებლის ღირებულებები და ინტერესები. თუკი ვისაუბრებთ ბრენდებზე, რომლებმაც თინეიჯერების გემოვნებასა და საჭიროებებზე აიღეს ორიენტირი, ერთ-ერთი უდავოდ არის Bershka. ფერადი კოლექციებით და თანამედროვე პოპ-კულტურის ორიგინალური ინტერპრეტაციით, ის ახალი თაობის საყვარელ ბრენდად იქცა. გარდა დიზაინისა, Bershka-ს უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასებია.
სასწავლო წელი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თვე აქტიური შოპინგის პერიოდია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გარდერობის განახლების არც ისე მარტივ პროცეში, რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მოგცეთ და Bershka-ს საშემოდგომო კოლექციიდან ჩვენი რჩეული ტრენდები და მოდელები გაგიზიაროთ.

თავისუფალი სტილის ჯინსი
რთულია მსოფლიოში ისეთივე პოპულარული და გავრცელებული ტანისამოსის პოვნა, როგორიც ჯინსია. მას არ აქვს ასაკი და სრულყოფილად შეუძლია ადამიანის ცხოვრების სტილის საიმიჯო დეტალად იქცეს. რაც ყველაზე მთავარია – ჯინსს აქვს ძალა, რომ ადამიანს კომფორტი და თავდაჯერებულობა აგრძნობინოს. Bershka-ს კოლექციიდან ჩვენს ყურადღებას არერთი მოდელი იპყრობს, მათ შორის არის ეს თავისუფალი სტილის ჯიბეებიანი ჯინსი, რომელიც სკოლის ყოველდღიური ლუქისათვის შესაფერისი, მოხერხებული და ამავდროულად ეფექტური არჩევანია.



ვარდისფერი მოსაცმელი
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წლის ფერი ვარდისფერია. გამოკვეთილი ტონალობის ვარდისფერი სამოსი არაერთხელ ვიხილეთ პოდიუმზე, წითელ ხალიჩაზე, ჟურნალების გარეკანსა თუ კამპანიებში. ვარდისფერი Bershka-ს საშემოდოგომო კოლექციის ერთ-ერთი დომინანტი ფერია. ამჯერად კი, გიზიარებთ მოსაცმელს , რომელიც სრულიად სადა ლუქისათვისაც კი ეფექტურ და გამახალისებელ დეტალად იქცევა.


მინი ქვედაბოლო
მოკლე ქვედაბოლო სტილისტურად საკმაოდ სინთეზური მოდელია. სწორი კომბინაციით, მისი ინტეგრირება შესაძლებელია სხვადასხვა სიტუაციისათვის შერჩეულ იმიჯში. და რადგანაც ახალი სასწავლო წლის გარდერობზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ თუკი სასკოლო ლუქის საკულტო დეტალებს დავასახელებთ, ერთ-ერთი უდავოდ იქნება სახელგანთქმული კუბოკრული ქვედაბოლო. ეს არის მოდელი, რომელმაც ისტორიული კონტექსტით შეაღწია მოდაში, საინტერესოდ ტრანსფორმირდა და სამუდამოდ დამკვიდრდა.



დენიმის გრძელი ქვედაბოლო
ყველა ბრენდს აქვს ისეთი ცნობილი მოდელები, რომლებიც იმდენად შეიყვარა მომხმარებელმა, რომ დროთა განმავლობაში ე.წ. ბესტსელერებად იქცა. ამ შემთხვევაში, თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ Bershka-ს კოლეციისათვის დამახასიათებელ გრძელ ქვედაბოლოზე, რომელიც ტრენდად ქცეული 2000-იანების სტილის ნოსტალგიის თანამედროვე ინტერპრეტაციაა.



ნაქსოვი სვიტერი
ტანისამოსის პარქტიკულად შერჩევისას, აუცილებელი პირობაა, რომ სეზონისათვის დამახასიათებელ კლიმატზეც ვიფიქროთ. ეს ფერადი ნაქსოვი სვიტერი სწორად შერჩეულ სამოსთან და აქსესუარებთან ერთად, მოუხდება როგორც კლასიკურ, ასევე მეტად სპორტულ, ყოველდღიურ სტილს.


საშემოდგომო ჩექმა
დატვირთული სასწავლო წლისათვის, აუცილებელია, რომ მაქსიმალურად იზრუნოთ კომფორტზე. დიზაინისა და კომფორტის ერთობლიობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის არჩევისას. Bershka-ს მრავალფეროვან კოლექციაში კი, 2022 წლის შემოდგომის სეზონისათვის აქტუალურ არაერთ მოდელს აღმოაჩენთ.



ჩანთა მეტალის დეტალით
სასწავლო წლის აუცილებელი დეტალი ტევადი ჩანთაა. აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ ყოველდღიური სტილისათვის მაქსიმალურად სადა დიზაინი უნდა შევარჩიოთ, რათა სხვადასხვა კომბინაციის დროს, მთლიანი ლუქის ესთეტიკა არ დაირღვეს. ამ შემთხვევისათვის, Bershka-ს კოლექციიდან თქვენ ყურადღებას ამ მოდელს მივაპყრობთ, რომელიც დახვეწილი, კომფორტული და პრაქტიკული არჩევანია.



Bershka-ს სრული კოლექციის დათვალიერება და რჩეული მოდელების შეძენა შეგიძლიათ ბრენდის ოფიციალურ მაღაზიებში, რომლებიც მდებარეობს City Mall-სა და Tbilisi Mall-ში.