რა გახსენდებათ პირველი კომფორტული სამოსის ხსენებისას? – ამ კითხვაზე ადამიანების უმეტესობას პირველი ბოტასების, ჰუდის და ზოგადად, სპორტული სტილის ტანსაცმლის ასოციაცია უჩნდება. თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, Nike, Adidas, Puma, Filla, Rebook და სხვა ბრენდები მხოლოდ სპორტთან და კონკრეტული სტილისა და ინტერესების მატარებელ ადამიანებთან ასოცირდებოდა, დღეს ეს რეალობა სრულიად შეიცვალა.
სპორტული სტილი მოდის ნაწილი გახდა. ამის ნათელი მაგალითია ცნობილი მოდის სახლების და სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი ბრენდების კოლაბორაციები, ექსკლუზიური კოლექციები. თანამედროვე სპორტულმა სტილმა ადვილად შეძლო შერწყმოდა, თუნდაც, კლასიკურ სტილს – მაგლითად, სპორტული ფეხსაცმელი კლასიკურ შარვალთან არამხოლოდ ესთეტიკური და გემოვნებიანია, არამედ ერთგვარი ტრენდია.
შეგვიმჩნევია, თუ როგორ ჭარბობს მოდის კვირეულებისას, ქუჩის სტილის ამსახველ ფოტოებში თავისუფალი სპორტული სამოსი. გარდა ამისა, ამ სტილის ამჟამინდელი მნიშვნელობა რეივის კულტურამაც განაპირობა. და რაც მთავარია, სპორტული სტილი ყოველთვის ასოცირდება ჯანსაღი ცხოვრების წესთან, რაც თანამედროვე მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, კიდევ ერთ მნიშვნელვან ფაქტორად შეგვიძლია განვიხილოთ.
სპორტულ სტილზე მოთხოვნის არსებობა განაპირობებს ისეთი სპორტული მულტიბრენდული მაღაზიების ფუნქციონირებას, სადაც წამყვანი ბრენდების პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია. 2018 წლიდან, თბილისში ასეთი ადგილია მაღაზია AW LAB. „ავ-ლაბი“ ურბანული სპორტული სტილის ლაბორატორიაა, სადაც ინდუსტრიის ისეთი წამყვანი ბრენდების ფეხსაცმლის და ტანსაცმლის კოლექციებია თავმოყრილი, როგორებიც არის: Nike, Puma, Adidas, Filla, Jordan, New balance, Rebook.
კომპანია 1997 წელს შეიქმნა სახელით – Athletes World – ახლა კი, ვეროპაში 200-ზე მეტი მაღაზია აქვს. ის ფეხსაცმლის წარმოების ინდუსტრიაში კარგად ნაცნობი ბრენდის – „ბატას“ – ჯგუფის წევრია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობით იქმნება ექსკლუზიური მოდელებიც. გარდა ფეხსაცმლისა, „ავ-ლაბში“ სპორტული ტანსაცმელი და აქსესუარებიც არის გაერთიანებული. „ავ-ლაბი“ თბილისში ორი მაღაზიით – “გალერია თბილისში“ და “თბილისი მოლში” განთავსებული ფილიალებით არის წარმოდგენილი.