რეალობა ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია khaite.com – ზე გადავინაცვლოთ, ინსტრუქციას მივყვეთ და AR ტექნოლოგიის დახმარებით იმ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, მოდელი ლია პავლოვა Khaite – ის 2021 წლის Pre-Fall კოლექციიდან სასურველ ლუქს წარმოგვიდგენს.
გარდა ასეთი რეალობას მოწყვეტილი ციფრული გამოცდილებისა, დიზაინერი Catherine Holstein მოკლემეტრაჟიან ფილმსაც გვთავაზობს კოლექციის უკეთ გასანცობად.
ბრენდის მთავარი დანიშნულება კომფორტის შექმნაა. Catherine – ის მიზანია ჩაცმადი და ღირებული ტანსაცმელი შესთავაზოს თავის მომხმარებელს. Khaite – ის ახალი კოლექცია პრაქტიკული და მარტივია. მას ასევე თავისი გამორჩეული ხასიათიც აქვს, რომელიც განსაკუთრებით კარგად კოლექციის ისეთ ძლიერ ნაწილებში იკვეთება, როგორებიცაა: ანდროგენული ტყავის და ზამშის ქურთუკები, მოცულობითი ლუქები, ნაქსოვი ქვედაბოლოები, კარდიგანები, ვიწრო კაბები და მუხლს ზემოთ მომდგარი ჩექმები, რომლებსაც დიდი შანსი აქვს სეზონის ჰიტად იქცეს. რა თქმა უნდა, Khaite – ს ეს გამორჩეული ფეხსაცმელიც კომფორტის გარანტიას იძლევა.
„ორიათასიან წლებში ასეთ პოპულარულ ექვს ინჩიან სტილეტებზე სიარული ჩემთვის ყოველთვის წარმოუდგენელი იყო. რატომ უნდა აწამოს ვინმემ საკუთარი თავი ასე? ჩემგან მაღალ ქუსლს არასდროს უნდა ელოდეთ… ის ჩემს ლექსიკონში არ არის.“
Catherine Holstein
Khaite Pre-Fall 2021