ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შესაბამისი განწყობის შექმნა ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის. განსაკუთრებული საჩუქრები კი, ამაში ხელს გვიწყობენ. ახალი კოლაბორაციის ფარგლებში, ქართული ბრენდი Anouki და ფრანგული ბრენდი Moët & Chandon ექსკლუზიურ საახალწლო სასაჩუქრე ყუთს გვთავაზობენ, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუქმნის ჯადოსნურ განწყობას და შეგვიმსუბუქებს საახალწლო საჩუქრების შერჩევის სტრესს.
ყუთში ორ საჩუქარს იხილავთ – Moët & Chandon-ის მინიატურულ შამპანიურსა და Anouki-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აქსესუარს, თმის ბაფთას. ბაფთის დიზაინი სპეციალურად კოლაბორაციისთვის შეიქმნა ოქროსფერ და შავ ფერებში, რაც იდეალურად ერგება როგორც Anouki-ს ესთეტიკას, ასევე Moët & Chandon-ის საკულტო დიზაინს.
სასაჩუქრე ყუთები გაყიდვაში 25 დეკემბერს ჩაეშვება და ექსკლუზიურად თარხნიშვილის #2 ნომერში მდებარე Anouki-ს მაღაზიაში გაიყიდება.
ვიდეოზე იმუშავეს: ARIALBOLD x HOLAFILM
ფოტოგრაფი: თორნიკე აივაზიშვილი