Highsnobiety-ის ახალი გამოცემის მთავარი გმირი გრემის მფლობელი მომღერალი, ბილი აილიშია. თუმცა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და სასიხარულო ამბავი არის ის, რომ ჟურნალისათვის ფოტოები საზღვარგარეთ მოღვაწე ახალგაზრდა ქართველმა ფოტოგრაფმა, დავით გიორგაძემ გადაიღო.

დავით გიორგაძე უკვე მრავალი წელია წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიო მოდის ფოტოგრაფიაში და წამყვან მოდის სახლებთან, თუ მედია გამოცემებთან თანამშრომლობს. მის ობიექტივში მოხვდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ტიმოთი შალამე, The Weeknd, კენდალ ჯენერი და ასე შემდეგ. 2019 წელს დავითი ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული 100 ყველაზე ინოვაციური და შთამაგონებელი ახალგაზრდა ტალანტის სიაში მოხვდა.

ბილი აილიშის ფოტოსესიის ფარგლებში გადაღებული ნამუშევრები გიორგაძემ ინსტაგრამზე ატვირთა და გამომწერებს გაუზიარა. ფოტოსესიის სტილისტი მეთიუ ჰენსონია.

„მოდის ფოტოგრაფია არის შესაძლებლობა, რომელსაც აქვს ყველანაირი გამოხატვის საშუალება. ჩემი აზრით, ძალიან დიდი ცოდნაა საჭირო იმ პროდუქტის, ან პერსონაჟის შესახებ რასაც დოკუმენტირებას ვუკეთებთ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიის და იმის ცოდნა,თუ რა გაქვს სათქმელი, როგორც ინდივიდუალს, ამ თემაზე. უბრალოდ ლამაზი ფოტო, ან ტექნიკურად გამართული კადრი არ არის მოდის ფოტოგრაფია, რადგან მხოლოდ ტექნიკური ცოდნა ფოტოს უფრო დეკორატიულ და ნაკლებად რელევანტურს ხდის.“ – ამბობს Fashionholics-თან ინტერვიუში დავით გიორგაძე.

სრული ინტერვიუს სანახავად ეწვიეთ ბმულს.

Tags :