უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ The Queen’s Gambit-ის ვარსკვლავმა, ანია ტეილორ-ჯოიმ მუსიკოს მალკომ მაკრეიზე იქორწინა. ქორწილი ვენეციაში, სექტემბრის ბოლოს შედგა. როგორც პრესა იუწყება, ცერემონიას 150 სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეები: ჯულია გარნერი, კარა დელევინი და სხვები. ინტერნეტში გავრცელდა ტეილორ-ჯოის პაპარაცული ფოტოებიც, რომლებიც ქორწილის დღეს არის გადაღებული.
ანია ტეილორ-ჯოი და მალკომ მაკრეი ერთად პირველად Vanity Fair-ის ოსკარის შემდგომი წვეულების წითელ ხალიჩაზე, 2022 წლის მარტში გამოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ამის შემდეგაც არაერთხელ დააფიქსირეს, მათი ურთიერთობა სოციალური მედიისა და ყვითელი პრესის განხილვისაგან ყოველთვის დისტანცირებული იყო.