Charli XCX-ის ალბომი Brat 2024 წლის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მუსიკალური ნამუშევარი იყო, მეტიც, Brat კულტურულ სენსაციად იქცა და შედეგად, მუსიკალურ ინდუსტრიაში, ახალგაზრდა ექსპერიმენტული პოპ-ვარსკვლავიც დაიბადა.

Charli XCX-ის წარმატება მოდის ინდუსტრიაშიც შესამჩნევი გახდა. ახლახან მომღერალი ცნობილი იტალიური ბრენდის, Valentino-ის სილამაზის ხაზის ამბასადორად დასახელდა. მოდის სახლმა ახალი ამბასადორის შესახებ სიახლე ახალი ტუჩსაცხის, Spike Valentino Buttery Matte Lip Color- ის გამოშვებას დაუმთხვია.

Charli XCX

აღსანიშნავია, რომ Charli XCX-ის მონაწილეობით, ვალენტინოს სარეკლამო კამპანიები ძირითადად ამერიკის მარკეტზე იქნება წარმოდგენილი. ჩინეთში ბრენდს ჩინელი მუსიკოსი და მსახიობი – Tan Jianci წარადგენს, ევროპულ მარკეტზე კი – Florence Pugh.