22 მარტს ცნობილი გახდა, რომ 25 წლის შემდეგ პიერპაოლო პიჩოლი Valentino-ს ტოვებდა. ბუნებრივია, სიახლეს მოჰყვა სპეკულაციები თუ ვინ ჩაანაცვლებდა დიზაინერს კრეატიული დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ის 2008-იდან 2016 წლამდე მარია გრაცია კიურისთან, ხოლო 2016 წლიდან კი დამოუკიდებლად იკავებდა. 3 დღის შემდეგ WWD წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თანამდებობა შესაძლოა ალესანდრო მიკელემ დაიკავოს.

ალესანდრო მიკელე © REUTERS/Yara Nardi

გავრცელებული ხმების მიხედვით, ამჟამად Gucci-ს ყოფილ კრეატიულ დირექტორთან კონტრაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა Valentino-ს შემოქმედებითი სადავეების მის ხელში გადავიდეს. ამ ეტაპზე აღნიშნულთან დაკავშირებით არცერთ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.