სამწუხარო სიახლეს ფრანგული გამოცემები, Le Figaro და Vanity Fair France ავრცელებენ. ლეგენდარული ფრანგი მსახიობი და პროდიუსერი 88 წლის იყო.
ალენ დელონი აღიარებული იყო, როგორც გასული საუკუნის კინოსა და კულტურის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. გარდა სამსახიობო უნარებისა, მას სახელი გარეგნობამაც გაუთქვა. დელონს ხშირად უწოდებდნენ კინოში ყველაზე მიმზიდველ მამაკაცს.
წყარო: Le Figaro