მოდა თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, შთაგონებული იყო ახალგაზრდული კულტურით, რასაც თავის მხრივ განაპირობებდა ახალგაზრდების ინტერესი მოდისა და ხელოვნების მიმართ. სოციალური ქსელების ეპოქაში, ეს ინტერესი გაორმაგებულია. განსაკუთრებული მოთხოვნა შეიმჩნევა ბრენდებისადმი, რომლებიც იმ იდეებით ქმნიან კოლექციებს, რომლებიც ყველაზე ახლოსაა თანამედროვე გოგონების ყოველდღიურობასთან, ღირებულებებთან და ინტერესებთან. ამ სტატიის მიზანი კი არის ის, რომ გაგაცნოთ ქართული ბრენდი, რომლის ესთეტიკასა და კოლექციებში სწორედ ეს განსაკუთრებული თანამედროვე და ახალგაზრდული მუხტი იგრძნობა.

Lemann – ამ სახელწოდებით საქართველოში წარმოებული ყოველდღიური სტილის ბრენდი 2022 წელს გამოჩნდა. პირველი კოლექცია და ნივთი, რომელმაც მომხმარებლის ყურადღება მიიქცია შარვლების ხაზი იყო. თუ წარმოვიდგენთ, ყოველდღიურად მზარდ მოდის ბიზნესში რამდენად დიდია არჩევანი და შესაბამისად – კონკურენცია, აუცილებლად გაგვიჩნდება კითხვა, როგორ უნდა შექმნა შარვალი, რომელსაც მომხმარებელი გამოარჩევს და შეიყვარებს? საქმე იმაშია, რომ რაც უფრო მრავალფეროვანი ხდება მოდა, მით უფრო კომპლექსურ სახეს იღებს და ხშირად, ივიწყებს თანამედროვე მომხმარებლის რეალურ საჭიროებებსა და ინტერესებს.

Lemann -ის მიღმა ახალგაზრდა გოგონები დგანან, რომლებიც ქმნიან ახალგაზრდა გოგონებისთვის და ქალებისთვის, ეს კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც მათ არა მხოლოდ ზუსტად იციან როგორია ახალგაზრდული კულტურა, გემოვნება და ინტერესები, არამედ ბუნებრივად გადმოცემენ ბრენდში ამ ენერგიას. “ჩვენ შთაგვაგონებს დღევანდელი გოგონების თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობის სურვილი. ყოველდღიურად ვხედავთ უამრავ ახალგაზრდა, ლამაზ გოგოს, რომელმაც იცის რა უნდა და მიისწრაფის მისი მიზნისკენ. ნივთებს ვქმნით სწორად ასეთი გოგოებისთვის,” – ამბობენ Lemann -ის დამფუძნებლები ჩვენთან საუბარში.

გარდა ზემოხსენებულისა, თუ Lemann -ის კოლექციებს დააკვირდებით, პოპულარობის მიზეზსაც ადვილად შეამჩნევთ. კოლექციები კომფორტული, დახვეწილი და ადვილად ტარებადია. და მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებულ ნივთებში ექსტრავაგანტული და მრავალფეროვანი დიზაინი არ ჭარბობს, ის მაინც იძლევა შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალური სთაილინგით განსხვავებულად მოვირგოთ.

მოგეხსენებათ, რომ მოდის სფერო, სხვა ინდუსტრიებთან შედარებით, საქართველოში ნელა ვითარდება. გამომდინარე აქედან, ტანისამოსისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანიებისთვის გამოწვევები და რისკები ძალიან მაღალია. მიუხედავად ამისა, მკაფიო ხედვითა და მონდომებით, Lemann -მა შეძლო, შარვლების ხაზის შემდეგ, მორიგი წარმატებული კოლექცია წარმოედგინა და გასულ ზაფხულს, მომხმარებელს სანდო კლასიკისა და მინიმალისტური სტილით შთაგონებული კაბების ხაზი წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ ბრენდის კაბები სოციალური ქსელების ჰიტად იქცა, TikTok -ზე ერთ-ერთის ვიდეოს ნახვებმა 3 მილიონსაც კი მიაღწია, რამაც Lemann -ს საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღებაც მოუტანა. “ციფრულმა სამყარომ ბრენდის პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა, რის შედეგაც მალევე შევძელით პირველი შოურუმის გახსნა,” – ამბობენ Lemann -ის დამფუძნებლები ჩვენთან დიალოგში.

ბრენდი პროფესიონალი ონლაინ კონსულტანტის დახმარებას სთავაზობს ყველას ვისთვისაც ონლაინ-შოპინგი უფრო კომფორტულია, მაგრამ თუ თქვენთვის ზომებისა თუ სტილის შერჩევა ფიზიკურ სივრცეში უფრო მისაღებია, შეგიძლიათ ესტუმროთ Lemann-ის შოურუმს, რომელიც მდებარეობს ა.ყაზბეგის 19ბ ნომერში.

კიდევ ერთი ნივთი, რომელიც შეგვიძლია თამამად გირჩიოთ, თუ Lemann-ის აღმოჩენას სწორედ ახლა იწყებთ, არის ე.წ. “ჰობო ჩანთა”. ბრენდმა “ჰობო ჩანთაზე” მუშაობა 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. დეტალებზე ორიენტირებით, მდგრადი ხარისხითა და კომფორტული დიზაინით, რომელიც გათვლილია როგორც სტუდენტებზე, აგრეთვე აქტიური ცხოვრების სტილის გოგონებზე, რომლებსაც ხშირად დააქვთ თან ლეპტოპი, თუ თავიანთი საქმიანობისა და ყოველდღიურობისთვის საჭირო სხვა ნივთები, აქსესუარმა მალევე მოიპოვა პოპულარობა.

ბრენდი ამჯერად დიდწილად ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, სამომავლო გეგმებში საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში პოზიციონირებაც შედის.

კოლექციების დასათვალიერებლად და შესაძენად კი, ესტუმრეთ Lemann-ის ოფიციალურ სოციალურ არხებს, ან ფიზიკურ შოურუმს – ა.ყაზბეგის 19ბ ნომერში.

Instagram: Lemann Official

Facebook: Lemann

Website: Lemann.fashion