დღესდღეობით ქართულ ბაზარზე უკვე მრავლად ვხვდებით მაღაზიის ქსელებსა, თუ შოურუმებს, რომლებიც საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები არიან. ამ კონკურენციის გათვალისწინებით, არც ისე მარტივია, მცირე დროში, მომხმარებელს თავი შეაყვარო და მისი ნდობა დაიმსახურო. სწორედ ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს Afflelou Paris, რომელიც ყველასათვის საყვარელი აქსესუარის – სათვალის შესარჩევად ერთ-ერთი პირველი დანიშნულების ადგილია.

სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Afflelou Paris საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა და დღეს უკვე მრავალი ფილიალით და სტენდით არის წარმოდგენილი. ის არის ოფიციალური წარმომადგენელი ისეთი ბრენდებისა, როგორებიცაა: Tom Ford, Bottega Veneta, Prada, Celine, Vivienne Westwood, LOEWE, Ray-Ban და სხვა.

დაგვეთანხმებით, რომ სათვალე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქსესუარია, რომელიც ფუნქციურ დატვირთვასთან ერთად, ინდივიდუალური სტილის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი დეტალიც არის. ის საკმაოდ რთული ასარჩევიცაა, რადგან ეს არის აქსესუარი, რომელმაც კომფორტი უნდა გაგრძნობინოს. სწორედ ამ გარემოებების გამო აუცილებელია, რომ სივრცემ, სადაც სათვალეს ვარჩევთ, მაღალი სამომხმარებლო სტანდარტები დააკმაყოფილოს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ მხრივ Afflelou Paris-მა ქართულ ბაზარზე ნამდვილად თავისი სტანდარტი დააწესა: მუდმივად განახლებადი კოლექციები, ოფიციალური თანამშრომლობა მოდის წამყვან სახლებთან, კომფორტული და მეგობრული გარემო – ეს ყველაფერი Afflelou Paris-ის ფილიალებში დაგხვდებათ.

უნდა ვახსენოთ, რომ ეს შედეგი კომპანიის მუშაობის პრინციპმა განაპირობა. ჩვენთან საუბრისას Afflelou Paris-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სამუშაო პროცესები ჯაჭვური კავშირის პრინციპით მიმდინარეობს, რომელშიც Afflelou Paris-ის მთელი გუნდია ჩართული. ურთიერთპატივისცემა, მუდმივი ბრეინშტორმინგი, მომსახურების მაღალ სტანდარტზე ზრუნვა და პროფესიონალიზმი ქმნის გარემოს, რომელიც ერთნაირად სასიამოვნოა თანამშრომლებისთვის და მომხმარებლისთვის.

გარდა წარმოდგენილი პროდუქციის მაღალი ხარისხისა, საერთაშორისო ფასების შესაბამისობისა და მრავალფეროვანი არჩევანისა, Afflelou Paris გვთავაზობს ყველასაგან გამორჩეულ მუდმივად მოქმედ აქციას. ეს არის შეთავაზება, რომლითაც მომხმარებლის გული Afflelou Paris-მა გახსნის პირველივე დღიდან მოიგო. ე.წ. „ჩინ-ჩინ” აქციის ფარგლებში, ნებისმიერ ფილიალში ერთი სათვალის შეძენის შემთხვევაში, მეორეს Afflelou-ს კოლექციიდან სიმბოლურ ფასად – სულ რაღაც 1 ლარად მიიღებთ.

როგორც უკვე ვახსენეთ Afflelou Paris მსოფლიოში წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს. მათ შორის ვხვდებით ისეთ მოდის სახლებსაც, რომელთა ერთ-ერთი გამოკვეთილი უპირატესობა სწორედ სათვალის ხაზია. მომხმარებლისათვის განსაკუთრებულ კომფორტს წარმოადგენს ისიც, რომ Afflelou Paris-ის კოლექციები სხვადასხვა საფასო კატეგორიის ბრენდებსა და მოდელებს მოიცავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Afflelou Paris-ში სასურველი მოდელი შეუძლია აღმოაჩინონ განსხვავებული გემოვნების, ცხოვრების სტილის, ასაკისა და ინტერესების მატარებელმა ინდივიდებმა. ერთი რამ, რაც Afflelou Paris-ის ერთგულ მომხმარებლებს აერთიანებს, არის პრიორიტეტი, რომელიც პირველ ადგილზე ხარისხს აყენებს.

მზის სათვალეების დიდ კოლექციასთან ერთად, ოპტიკისა და თვალზე ზრუნვის მიმართულებაც უნდა ვახსენოთ. დღეს, როცა მოსახლეობის თითქმის სრული უმრავლესობა კომპიუტერულ მოწყობილობებს იყენებს, ყველას გვჭირდება დამცავი სათვალეები. Afflelou Paris-ში ამ კატეგორიაში უამრავ ისეთ მოდელს აღმოაჩენთ, რომელიც თვალის ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, თქვენს იმიჯსაც მოუხდება.

ოპერირების სამი წლის თავზე, Afflelou Paris-მა არაერთი ისეთი პრეცედენტი შექმნა, რომელიც ზოგად სამომხმარებლო გარემოზე დადებით ცვლილებებს თავისთავად იწვევს. და რაც მთავარია, Afflelou Paris როგორც მაღაზიების ქსელის ბრენდის სტრატეგია მუდმივი განვითარებაა. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო თანამშრომლობას და ბევრ სასიამოვნო სიახლეს უნდა ველოდოთ.

Afflelou Paris-ის შესახებ დამატებით ინფორმაციას და ფილიალების მისამართს შეგიძლიათ გაეცნოთ მაღაზიათა ქსელის სოციალური მედიის ოფიციალურ არხებზე: 

Afflelou Paris – Facebook

Afflelou Paris – instagram