Adidas-სა და Thom Browne-ს შორის ლეგალური დავა სასამართლოში გრძელდება. საქმე სავაჭრო ნიშნის გამოყენებას ეხება, კონკრეტულად კი სამი სწორი ხაზის ვიზუალურ გამოსახულებას, რომელიც Adidas-ის მტკიცებით მისი ლოგოს მთავარი შემადგენელი ნაწილია. სამართლებრივ საქმეს ამჯერად მანჰეტენის სასამართლო განიხილავს. სასამართლოს წინაშე ორივე ბრენდის წარმომადგენელი წარდგება და საკუთარ არგუმენტებს გაახმოვანებენ.
Adidas ამერიკელი დიზაინერის ბრენდისგან ლიცენზიის წესის დარღვევისათვის 867,225 დოლარის კომპენსაციას ითხოვს. ამასთან ერთად სასარჩელო მოთხოვნაში Adidas მოითხოვს, რომ Thom Browne-ma დამატებით 7 მილიონი დოლარი გადაიხადოს იმ შემოსავლის გათვალისწინებით, რაც სწორედ აღნიშნული სავაჭრო ნიშნის მატარებელი კოლექციების გაყიდვით მიიღო.
სავაჭრო ნიშნის გამოყენებისათვის Adidas-სა და Thom Browne-ს შორის დავა სასამართლოში გრძელდება.

