მოდის ინდუსტრიაში მარკეტინგი კომერციული წარმატებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია. მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა პანდემიის პერიოდმა, როცა ყველა ღონისძიება გაუქმდა, ან აუდიტორიის გარეშე, ციფრულ ფორმატში ჩატარდა. იტალიური მოდის სახლი GUCCI ერთ-ერთი ის ბრენდია, რომელსაც დასამახსოვრებელი, ფერადი და შთამბეჭდავი საიმიჯო ვიდეობის შექმნა საუკეთესოდ გამოსდის. მისი ყოველი კამპანია თავისი სახასიათო ვიზუალით და შინაარსით, ყოველთვის გამოირჩევა. ამჯერადაც, Gucci Gift-ის 2020 წლის კამპანიის ფარგლებში, ბრენდმა რეტრო ესთეტიკით საახალწლო განწყობა გააცოცხლა და 70-იანი წლების ოფისის წვეულება მოაწყო.