საფრანგეთის დედაქალაქში ოტ-კუტიურ მოდის კვირეულის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი ოფიციალურად დაიხურა.
Haute Couture Fashion Week ყველაზე ძველი და პატივსაცემი მოდის კვირეულია, რომლის ფარგლებშიც დიზაიენერები წელიწადში ორჯერ – იანვარსა და ივლისში – დადგენილი მკაცრი წესების დაცვით თავიანთ შემოქმედებას პარიზში წარადგენენ. ახალი სეზონის ერთ-ერთ განსახილველ თემად სწორედ დადგენილი მკაცრი ჩარჩოების დარღვევა იქცა. ბალენსიაგას ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა, დემნამ მოდის კვირეულში წელიწადში ორჯერ მონაწილეობაზე უარი თქვა.
როგორც მოდის პრესის ცნობილი გამოცემები აღნიშნავენ, ბალენსიაგა ოტ-კუტიურ მოდის კვირეულს ივლისში დაუბრუნდება, მანამდე შეგვიძლია თვალი გადავავლოთ 24-27 იანვარს წარმოდგენილ ყველაზე დასამახსოვრებელ კოლექციებს.
სკიაპარელი / Schiaparelli გაზაფხული/ზაფხული 2022
შემოქმედებითი დირექტორი: დენიელ როუზბერი
დიორი / Dior გაზაფხული/ზაფხული 2022
შემოქმედებითი დირექტორი: მარია გრაცია ქიური
შანელი / Chanel გაზაფხული/ზაფხული 2022
შემოქმედებითი დირექტორი: ვირჯინია ვიარდი
ვალენტინო / Valentino გაზაფხული/ზაფხული 2022
შემოქმედებითი დირექტორი: პიერპაოლო პიჩოლი
ჟან პოლ გოტიე / Jean Paul Gaultier გაზაფხული/ზაფხული 2022
შემოქმედებითი დირექტორი: გლენ მარტენსი
ფენდი / Fendi გაზაფხული/ზაფხული 2022
შემოქმედებითი დირექტორი: კიმ ჯონსი
ელი სააბი / Elie Saab გაზაფხული/ზაფხული 2022
შემოქმედებითი დირექტორი: ელი სააბი