გასული წლის ნოემბერში, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული პირველად ჩატარდა ციფრულად. პანდემიურ რეალობაში, ადგილობრივმა დიზაინერებმა წარმატებით მოახერხეს თავიანთი შემოქმედების საერთაშორისო საზოგადოებისთვის ვირტუალურად წარდგენა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა სოფო ჭყონიამ ნათელა ფოცხვერიასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, განსხვავებულ ფორმატში მუშაობა უდიდესი გამოწვევა იყო, რამაც ინდუსტრია ახალი მხარეებიდან დაანახა.
“ზოგიერთმა დიზაინერმა დაამტკიცა, თუ რამდენად კრეატიული და შრომისმოყვარეა ყველაფრის მიუხედავად. რა თქმა უნდა, იყო იმედგაცრუებები, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ამას უფრო პოზიტიური გავლენა აქვს, ვიდრე ნეგატიური,” – აღნიშნა მან.
თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული ამ სეზონზეც ციფრულ ფორმატში გაიმართება. უკვე ცნობილია ოფიციალური თარიღი. ონლაინ პლატფორმა mbfwtbilisi.online ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მოდურ ღონისძიებას 6-9 მაისს უმასპინძლებს.