ოფიციალურად დადასტურდა, რომ მალე მსმენელი Rihanna-ს ახალ კომპოზიციას მოისმენს. Lift Me Up – ასე ჰქვია სინგლს და ის Marvel-ის კინოსურათის – “შავი პანტერას” დაანონსებულ მეორე ნაწილში გაჟღერდება. პრემიერა 11 ნოემბრს არის დაგეგმილი, რიანასთან ამგვარი კოლაბორაცია კი, მნიშვნელოვნად ამძაფრებს ფილმის მოლოდინს.
გარდა ამ სიახლისა, ოქტომბრის დასაწყისში ისიც გახდა ცნობილი, რომ პოპ ვარსკვლავი 2023 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება.

აღსანიშნავია, რომ Rihanna-მ ბოლო მუსიკალური ალბომი სახელწოდებით Anti 2016 წელს გამოუშვა და მას შემდეგ, მსმენელისათვის ახალი ნამუშევარი არ წარუდგენია. ამის გათვალისწინებით, ახალი სინგლის დაანონსება მუსიკალურ ინდუსტრიაში Rihanna-ს დიდი დაბრუნების დასაწყისად შეგვიძლია მივიჩნიოთ.