სტატიას წარმოგიდგენთ ფიტნეს აპლიკაცია Liffit 

ჯანსაღი ცხოვრების წესი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. ფიზიკური აქტივობა, დაბალანსებული კვება და მოწესრიგებული ძილი ის ჩვევებია, რაც საკუთარი გონებისა და სხეულის ფლობაში გვეხმარება. ეს ყოველივე საბოლოოდ ჩვენი ცხოვრების ხარისხზე, კონცენტრაციის უნარზე, პროდუქტიულობასა და განწყობაზე აისახება. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის შესახებ, სოციალურ მედიაში ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას ვეცნობით, თუმცა, ხშირად გავრცელებული ე.წ. “სასარგებლო მიდგომები” სინამდვილეში უბრალოდ მცდარი რეკომენდაციებია და  მათი გათვალისწინება არათუ უსარგებლოა, ზოგ შემთხვევაში, ზიანსაც კი გვაყენებს. 

ამ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე მცდარ მითს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. 

“სისტემატიური ვარჯიში ჯანმრთელობის გარანტია”

იმისათვის, რომ ფიზიკური დატვირთვით სასურველ ეფექტს მივაღწიოთ და ჯანმრთელობა გავიუმჯობესოთ, აუცილებელია სწორად ვივარჯიშოთ. სწორად ვარჯიშში იგულისხმება ის, რომ ყველა ადამიანს თავისი მონაცემებისა და დასახული მიზნის გათვალისწინებით, განსხვავებული სავარჯიშო პროგრამა ესაჭიროება. ეს პროგრამა კი პროფესიონალი ინსტრუქტორის მიერ უნდა იყოს შერჩეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ჩვენი აგებულებისა და თავისებურებებისათვის შეუსაბამო ფიზიკური დატვირთვა მივაყენოთ სხეულს, რაც აუცილებლად არასასურველი შედეგით დასრულდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არასწორი ვარჯიშით შესაძლოა ტრავმებიც კი მივიღოთ. 

“სეირნობა წონის კლებისათვის უსარგებლოა”

ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ წონაში კლება მძიმე დატვირთვასთან და ე.წ. დაღლასთან არის დაკავშირებული. ამ მოსაზრების მომხრეები გვეუბნებიან, რომ წონაში კლებისათვის  მხოლოდ სირბილია ეფექტური. სინამდვილეში ეს მცდარი მითია. ხანგრძლივი სეირნობისას, ჩვენი სხეული მსუბუქი დატვირთვით საკმაოდ ბევრ კალორიას წვავს და კუნთებსაც ავარჯიშებს. ფეხით სიარულის ყოველდღიურ ჩვევად ქცევა ფიზიკური აქტივობის საკმაოდ ეფექტური და, ამავდროულად, სასარგებლო ფორმაა. 

“ასაკის მატებასთან  ერთად, ნაკლები ფიზიკური აქტივობა ნორმაა”

სინამდვილეში, რაც უფრო გვემატება ასაკი, ფიზიკურ აქტივობაზე მეტად უნდა ვიზრუნოთ. ახალგაზრდა სხეული თავისი აგებულებით  მეტად გამძლეა. დროსთან ერთად კუნთები ბევრად სწრაფად დუნდება, ქვეითდება მოქნილობა და იზრდება ტრავმების რისკი. შესაბამისად, გაკაჟებისათვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დამხმარე საშუალებაა  ჩვენი ორგანიზმის კეთილდღეობისათვის. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელია, რომ ინტენსიური სავარჯიშო პროგრამა პროფესიონალი ინსტრუქტორის მიერ იყოს შედგენილი. 

 “საღამოს საკვების მიღება წონაში მომატებას იწვევს”

ამგვარად ფორმულირებული ეს აზრი ცალსახად მითია. აუცილებელია გავიზაროთ, რომ წონის შენარჩუნების, ან სულაც კლებისათვის აუცილებელია დაბალანსებული კვება და მხოლოდ საათობრივი რეჟიმის დაცვა არ კმარა. მთავარია, რომ დღის განმავლობაში ორგანიზმისათვის საჭირო საკვები ნივთიერებები შესაბამისი ზომიერებითა და კომბინაციით მივიღოთ. 

“დეტოქს თერაპია წმენდს და განაახლებს ჩვენს ორგანიზმს, რაც წონის კლებაში გვეხმარება”

მითებთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა ხშირად ის არის, რომ მათში სიმართლის მარცვალია, თუმცა, აზრი იმგვარადაა ინტერპრეტირებული, რომ სასარგებლო ინფორმაცია სრულიად იკარგება. სინამდვილეში, ამ მეთოდის დროს აუცილებელია ზომიერების დაცვა, რადგან ხანგრძლივმა დეტოქსმა შესაძლოა მეტაბოლიზმი შეანელოს და არათუ წონის კლება, მისი მატებაც კი გამოიწვიოს. 

და ბოლოს გვახსოვდეს, რომ ფიზიკური აქტივობისა  და ჯანსაღი კვების დაწყება საგანგებო გარემოებებს, დროის სპეციალურ მენეჯმენტსა და რიტუალებს არ მოითხოვს. არ  არის აუცილებელი დაველოდოთ ორშაბათს, თვის დასაწყისს, შესაბამის განწყობას  – ეს სინამდვილეში მავნე ჩვევებზე უარის თქმის გადადების მიზეზებია. აღსანიშნავია ისიც, რომ თანამედროვე სამყაროში, მომხმარებელზე მორგებული არაერთი სერვისის ალტერნატივა გაჩნდა. მაგალითისათვის, თუ ვერ ვახერხებთ სპორტდარბაზში სიარულს, შეგვიძლია ვისარგებლოთ ფიტნეს აპლიაკციებით, რომლებიც ჩვენს მობილურებში მოთავსებული ციფრული ინსტრუქტორებიც როლში გვევლინება. 

პირველი საერთაშორისო ქართულენოვანი ფიტნეს აპლიკაციის  – LIFFIT-ის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.