Jacob & Co ძვიფრასი საათების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც უნიკალური დიზაინის ექსკლუზიური მოდელებით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ მაჯის საათის ტარება ეტიკეტის ნაწილიც კია, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ყველაზე საჭირო აქსესუარის სტატუსი სრულიად სხვა ნივთმა დაიმსახურა. Jacob & Co-მაც არ დააყოვნა და განსაკუთრებული პროდუქტი წარმოადგინა – ბრილიანტის სახის ნიღაბი, რომლის ფასი $250,000 გახლავთ.

ნიღაბი 156.9 გრამს იწონის, ის სრულად ხელნაკეთია და 3,040 ბრილიანტისაგან შედგება. თვლები ერთმანეთთან დაკავშირებულია თეთრი ოქროთი. ნაკეთობა ქსოვილის ტექნიკით არის შექმნილი, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის მას. როგორც ინსტრუქციაშია მითითებული, მისი ტარება ვირუსისაგან თავდასაცავად ეფექტური არ არის – მფლობელმა ბრილიანტის ეს ნაკეთობა სამედიცინო ნიღბის ზემოდან უნდა გაიკეთოს, როგორც აქსესუარი.

ნიღბის დიზაინი Jacob & Co-სათვის თავად კომპანიის დამფუძნებელმა, იუველირმა ჯეიკობ არაბომ შექმნა. ძვირადღირებული აქსესუარის დამზადებაზე, მასთან ერთად, ძვირფარი თვლებისა და მეტალის სამკაულების სპეციალისტები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდნენ.