24 წლის Zendaya-მ სატელევზიო ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარება – Emmy-ის ჯილდო მოიპოვა. ახალგაზრდა მსახიობმა ნომინაციაში ისეთი ვარსკვლავები დაამარცხა, როგორებიც არიან ჯენიფერ ენისტონი და ლორა ლინი. ზენდაიას Emmy გადაეცა Hbo-ს ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სერიალში – Euphoria-ში შესრულებული მთავარი როლისათვის.

Euphoria სემ ლევისონის შექმნილი დრამის ჟანრის სერიალია, რომლის პრემიერა HBO-ზე 2019 წელს შედგა. სიუჟეტი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზეა, რომლებსაც ნარკოდამოკიდებულებასთან, ბულინგთან და სხვადასხვა რთულ პრობლემასთან უწევთ გამკლავება. Zendaya-ს პერსონაჟი – სახელად რუ, ისტორიის მთავარი გმირი და ნარატორია. მას პარტნიორობას მოდელი ჰანტერ შაფერი უწევს. შაფერის სამსახიობო დებიუტი სწორერ ამ სერიალში შედგა. Euphoria-ს მეორე სეზონის პრემიერა 2020 წელს იგეგმება.