2024 წლის Super Bowl-ს შეერთებული შტატების მასშტაბით, საშუალოდ 123.4 მილიონმა ადამიანმა უყურა. მაყურებლის ეს რიცხვი ამერიკის სატელევიზიო ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთვარეზე დაშვების 1969 წლის შემდეგ. 

ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის ფინალზე გამარჯვება Kansas City Chiefs-მა მოიპოვა. როგორც ყოველთვის, ფინალს უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, თუმცა წელს მედიის  განსაკუთრებულ ფოკუსში ტეილორ სვიფტი იყო. სვიფტი რამდენიმე თვეა Kansas City Chiefs-ის კაპიტანს, ტრევის კელსის ხვდება. თამაშის შემდეგ, უამრავი სპეკულაცია გაჟღერდა. სოციალურ ქსელში დაიწყო განხილვა, რამდენად იმოქმედა სვიფტის ფინალზე ამ ფორმით დასწრებამ სატელევიზიო ეთერის რეიტინგზე. 

მიუხედავად იმისა, რომ Super Bowl ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე ყურებად სატელევიზიო მოვლენაა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტეილორ სვიფტთან დაკავშირებული მომენტები მედიაში უფრო მეტად გაშუქდა, ვიდრე ტაიმებს შორის გამართული მუსიკალური შოუ. შეგახსენებთ, რომ წელს Halftime Show-ზე გამომსვლელი არტისტი აშერი იყო. 

წყარო: BBC