მსოფლიო კინოთეატრებში 2023 წლის საპრემიერო სეზონი საკმაოდ მრავალფეროვანი და ხმაურიანი აღმოჩნდა. კოვიდ პანდემიის შემდეგ, როცა ყველაზე ხმაურიანი ფილმების პრემიერები ონლაინ სტრიმინგ სერვისებზე შედგა, ბლოკბასტერების კინოთეატრების ეკრანებზე დაბრუნება კინომოყვარულებისათვის სასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა. 

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის საპრემიერო სეზონი არ დასრულებულა, კინოკომპანიების ოფიციალური მონაცემებით შესაძლოა ამ წლის პირველი ნახევრის ლიდერი სურათები დავასახელოთ.  აღსანიშნავია, რომ ამ სიაში გრეტა გერვიგის Barbie მეორე ადგილზეა, თუმცა გასათვალისწინებელია გარემოება, რომ ფილმის პრემიერა სხვა კინოსურათების უმეტესობასთან შედარებით, ყველაზე გვიან შედგა.

გთავაზობთ ოფიციალურ მონაცემებს აგვისტოს მეორე საპრემიერო კვირის მიხედვით:

The Super Mario Bros. Movie – 1,35 მილიარდი დოლარი

Barbie – 1,18 მილიარდი დოლარი

Guardians Of The Galaxy Vol. 3 – 845,3 მილიონი დოლარი

Fast X – 704,7 მილიონი დოლარი

Spider-Man: Across The Spider-Verse – 683,1 მილიონი დოლარი

The Little Mermaid – 564,2 მილიონი დოლარი

Ant-Man And The Wasp: Quantumania – 476 მილიონი დოლარი

Mission: Impossible – Dead Reckoning Part One – 452,6 მილიონი დოლარი

Transformers: Rise Of The Beasts – 429,8 მილიონი დოლარი

 John Wick: Chapter 4 – 426,9 მილიონი დოლარი