Vogue -ის საერთაშორისო გამოცემების უმრავლესობამ 2021 წლის აპრილის ნომრები უკვე გამოაქვეყნა და ჩვენ შეგვიძლია თვალი გადავავლოთ მნიშვნელოვან მომენტებს. უნდა ითქვას, რომ აპრილი საინტერესო თქვე აღმოჩნდა ტოპ მოდელებისთვის.
პირველ რიგში, აღნიშვნას იმსახურებს ბრიტანული ვოგი, რომელმაც გარეკანი დამწყებ ფერადკანიან მოდელებს დაუთმო.
Vogue ბრიტანეთი აპრილი 2021
ყდაზე: Achenrin Madit, Precious Lee, Janaye Furman, Mona Tougaard
ფოტოგრაფი: Steven Meisel




ახალგაზრდა ფერადკანიანი მოდელი ვიხილეთ ფრანგული ვოგის გარეკანზეც.
Vogue პარიზი აპრილი 2021
ყდაზე: Nora Attal
ფოტოგრაფები: Inez van Lamsweerde & Vinoodh Matadin
მას შემდეგ, რაც ამერიკული ვოგის მარტის ნომრის გარეკანზე ჯიჯი ჰადიდი ვიხილეთ, ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ აპრილშიც ყდა მოდელს დაეთმობოდა. ვოგის ამერიკულ გამოცემას სელებრითი ამშვენებს.
Vogue ამერიკა აპრილი 2021
ყდაზე: Selena Gomez
ფოტოგრაფი: Nadine Ijewere
ბოთეგა ვენეტას კოლექციების წარმატება თვალსაჩინოა ვოგის ყდებზეც. ირინა შეიკის რუსული ვოგის მარტის ნომრის შემდეგ, ბრენდის მწვანე ლუქში ვიხილეთ ბრაზილიელი ტოპ მოდელი, რაკელ ციმერმანი, რომელიც კორეული ვოგის აპრილის ნომერს ამშვენებს.
Vogue კორეა აპრილი 2021
ყდაზე: Raquel Zimmermann
ფოტოგრაფი: Chris Colls
ჩეხოსლოვაკიური გამოცემის გარეკანზე, რომელიც აერთიანებს ორი ქვეყნის ვოგს, ორი ტოპ მოდელია გამოსახული.
Vogue ჩეხოსლოვაკია აპრილი 2021
ყდაზე: Ruth Bell
ფოტოგრაფი: Cameron Postforroosh:
ყდაზე: Elise Crombez
ფოტოგრაფი: Zeb Daemen
ვარსკვლავზე შეაჩერეს არჩევანი ესპანურ ვოგში. პოპულარული სერიალის, Killing Eve-ის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი, ჯოდი კომერი გარეკანს ლუი ვიტონის ვერცხლისფერ კაბაში ამშვენებს.
Vogue ესპანეთი აპრილი 2021
ყდაზე: Jodie Comer
ფოტოგრაფი: Emma Summerton
2020 წლის სექტემბერში, პარიზის მოდის კვირეულზე, ქეით მოსის ქალიშვილის, ლაილა მოსის დებიუტი შედგა. მას შემდეგ, ლაილა აქტიურად ჩაერთო სამოდელო ბიზნესში. იაპონური ვოგის აპრილის ნომრის გარეკანზე ლეგენდარული სუპერმოდელის შვილია გამოსახული.
Vogue იაპონია აპრილი 2021
ყდაზე: Lila Moss
ფოტოგრაფები: Luigi & Iango
მთავარი რედაქტორის ცვლილების შემდეგ,პირველი ნომერი გაავრცელა რუსულმა ვოგმა.
Vogue რუსეთი აპრილი 2021
ყდაზე: Jean Campbell
ფოტოგრაფი: Camilla Akrans
კიდევ ერთი ქემბელი ვიხილეთ ვოგის ყდაზე, ამჯერად, საუბარია გერმანული ვოგის გარეკანზე, რომელსაც ბრიტანელი ტოპ მოდელი, იდი ქამბელი ამშვენებს.
Vogue გერმანია აპრილი 2021
ყდაზე: Edie Campbell
ფოტოგრაფი: Giampaolo Sgura
K-pop-ის მსოფლიო დომინირება მუსიკალურ რეიტინგებში პირველობითა და ფანების არმიით არ სრულდება. BLACKPINK-ის როუზი ავსტრალიური ვოგის აპრილის ნომრის ვარსკვლავია.
Vogue ავსტრალია აპრილი 2021
ყდაზე: Rosé
ფოტოგრაფი: Peter Ash Lee
ლეგენდარული სუპერმოდელი, ჟიზელ ბუნდჩენი, Vogue -ის ისტორიაში, ყველაზე ბევრ გარეკანზეა დაბეჭდილი. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელმა აქტიური სამოდელო კარიერა დაასრულა,მას კვლავ ვხედავთ მოდის ბიბლიის ყდაზე.
Vogue ჰონგ-კონგი აპრილი 2021
ყდაზე: Gisele Bündchen
ფოტოგრაფი: Kevin O’Brien
2 თვე გააერთიანა პოლონურმა ვოგმა და 2021 წლის აპრილი/მაისის ნომერი ერთად წარმოგვიდგინა.
Vogue პოლონეთი აპრილი/მაისი 2021
ყდაზე: Constance Jablonski
ფოტოგრაფი: Branislav Simoncik
როგორც უკვე ითქვა, აპრილი მნიშვნელოვანი თვე აღმოჩნდა ტოპ მოდელისთვის. ბერძნული ვოგის ყდაზეც საკულტო მოდელს ვხედავთ.
Vogue საბერძნეთი აპრილი 2021
ყდაზე: Karen Elson
ფოტოგრაფი: Sebastian Kim