2020 წელი ახალი “ბეიბი ბუმის” მაგვარი გამოდგა. მაშინ, როდესაც ფიზიკური მოდის კვირეულები არ ტარდება, ფილმებისა თუ სერიალების გადაღებები განუსაზღვრელი დროითაა გადადებული, ხოლო მომღერლებს არ შეუძლიათ მსოფლიო ტურებისა და კონცერტების გამართვა, შესაძლოა ითქვას, რომ შექმნილი სიტუაცია ბევრმა ცნობილმა ადამიანმა “იხელთა”. წარმოგიდგენთ (არასრულ) სიას სელებრითული წყვილებისა, რომლებმაც 2020 წელს დააანონსეს, რომ მშობლები გახდებოდნენ.
რომი სთრაიდი და ლორენს ვან ლიუვენი

ჰოლანდიელმა მოდელმ,ა და Victoria’s Secret-ის ანგელოზმა ორსულობა ემოციური მიმართვით გაზაფხულზე დააანონსა საკუთარ ინსტაგრამსა და იუთუბზე. წყვილი ერთმანეთს 10 წელზე მეტია ხვდება.
რეიჩელ მაკადამსი და ჯეიმი ლინდენი

რეიჩელ მაკადამსი და მისი პარტნიორი, ამერიკელი სცენარისტი ჯეიმი ლინდენი მეორე შვილს ელოდებიან. წყვილი ერთადაა 2016 წლიდან, 2018 წელს მათ პირველი შვილი შეეძინათ.
ჯესიკა ჰარტი და ჯეიმს კირხამი

ავსტრალიელი მოდელი ჯესიკა ჰარტი პირველ შვილს ელოდება, ბოიფრენდთან ჯეიმს კირხამთან ერთად. ჯესიკამ სიახლე ინსტაგრამის მეშვეობით 3 სექტემბერს დაადასტურა.
ემა რობერტსი და გარეტ ჰედლანდი

29 წლის მსახიობი პირველ შვილს ელოდება, ამის შესახებ ემამ ფანებს ინსტაგრამის მეშვეობით შეატყობინა. წყვილი ერთმანეთს 2019 წლიდან ხვდება.
ეშლი თსდეილი და კრისტოფერ ფრენჩი

35 წლის დისნეის ვარსკვლავი ეშლი თისდეილი და მისი მეუღლე, კომპოზიტორი კრისტოფერ ფრენჩი პირველ შვილს ელოდებიან. წყვილმა წელს აღნიშნა ქორწინების 6 წელი.
მენდი მური და ტეილორ გოლდსმიტი

This is Us-ის ვარსკვლავი მენდი მური და მისი მეუღლე, ტეილორ გოლდსმიტი პირველ შვილს ელოდებიან, ამის შესახებ მენდიმ თავის ინსტაგრამ გვერდზე დაწერა.
როუზ ლესლი და კიტ ჰარინგტონი

Game of Throne-ს ის მსახიობები ერთმანეთს 2012 წლიდან ხვდებიან, ხოლო ჯვარი 2018 წელს შოტლანდიაში დაიწერეს. როუზის ორსულობის შესახებ ექსკლუზიურად Make Magazine-მა დაწერა, 2020 წლის სექტემბრის ნომერში.
ელსა ჰოსკი და ტომ დალი

შვედი Victoria’s Secret-ის მოდელი დიდი ხნის ბოიფრენდთან ტომ დალისთან ერთად შვილს ელოდება. ფანებს სიახლე მოდელმა ინსტაგრამის მეშვეობით ამცნო.
კიარა ფერანი და Fedez-ი

იტალიელმა მეგა-ინფლუენსერმა კიარა ფერანიმ 1 ოქტომბერს ფანებს ინსტაგრამის მეშვეობით შეატყობინა, რომ ის და მისი მეუღლე ფედეზი მეორე შვილს ელოდებიან.
კელი როულენდი და ტიმ ვეზერსპუნი

კელი როულენდი და მისი მეუღლე/მენეჯერი ტიმ ვეზერსპუნი მეორე შვილს ელოდებიან. მომღერალმა სიახლის შესახებ ჟურნალ Women’s Health-ის ნოემბრის ნომერში ისაუბრა.
მეგან ტრეინორი და დერილ საბარა

ამერიკელი მომღერალი მეგან ტრეინორი და Spy Kids-ის მსახიობი დერილ საბარა პირველ შვილს ელოდებიან. წყვილი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდება.
ჰილარი დაფი და მეთიუ კომა

მეორე ორსულობის შესახებ ჰილარი დაფმა ფანებს ინსტაგრამის მეშვეობით შეატყობინა.
კარლი კლოსი და ჯოშუა კუშნერი

29 ოქტომბერს People-მა დაადასტურა, რომ კარლი კლოსი და ჯოშუა კუშნერი პირველ შვილს ელოდებიან.
ემილი რათაკოვსკი და სებასტიან ბეარ-მაკლარდი

სიახლე ემილის ორსულობის შესახებ ამერიკულმა ვოგმა გაავრცელა, ემილი ციფრულ ყდაზე მოხვდა და ასევე ციფრულ ნომერში ემილის მიერ დაწერილი ესე გამოქვეყნდა, რომელშიც ემილიმ დედობაზე ისაუბრა.
ნიკი მინაჟი და კენეთ პეტი

ამერიკელმა რეპერმა ივლისში გაავრცელა ინფორმაცია ორსულობის შესახებ, ხოლო ოქტომბერში ვარსკვლავმა ინსტაგრამის მეშვეობით დაადასტურა, რომ მას და კენეთს ბიჭი გაუჩნდათ.
ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა

ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა ერთად 2016 წლიდან არიან. მაისში ცნობილი გახდა, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდება, ხოლო ოქტომბერში მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც რივერი დაარქვეს, ხოაკინის გარდაცვლილი ძმის საპატივსაცემოდ.
ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი

2020 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი პირველ შვილს ელოდებიან. 27 სექტემბერს წყვილმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ გოგონა შეეძინათ.
ჯო ჯონასი და სოფი ტერნერი

სოფი ტერნერის ორსულობასთან დაკავშირებით არანაირი ოფიცალური ინფორმაცია არ ვრცელდებოდა მანამ, სანამ მათ წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია ბავშვის დაბადების შესახებ, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, წყვილს გოგონა სახელად ვილა 22 ივლისს შეეძინა.