“პატივი ეცით É -ს”
დრამა სელინში ფიბის ფაილოს მოულოდნელი წასვლით დაიწყო. კიდევ უფრო მოულოდნელი სიახლე ფიბის ედი სლიმანით ჩანაცვლება გახდა. ედის მოსვლით Céline გადაიქცა CELINE-ად. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ჩვეული 80-იანებითა და დევიდ ბოუით შთაგონებული skinny სილუეტები და მოკლე ქვედაბოლოები საკმარისზე მეტჯერ გვაქვს ნანახი, ედიმ საჭიროდ ჩათვალა ისინი კვლავ გვენახა, ოღონდ ამჯერად სხვა იარლიყით. მის კოლექციაზე აბსოლუტური უმრავლესობით უარყოფითი შეფასებები დაიწერა (რაზეც ედიმ კრიტიკოსებს შესაბამისი პასუხი გასცა და ლატენტური ჰომოფობები უწოდა), მაგრამ ფრანგულმა Vanity Fair-მა ედი (და მისი ეგო) მოდაში ყველაზე გავლენიან ფრანგად დაასახელა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/corporate-needs-you-to-find-the-differences-between-this-picture-34315018-2.jpg)
სამეფო ქორწილი
კლერ უაით კელერის კარიერა Givenchy-ში ორაზროვანი შეფასებებით დაიწყო (რთულია რიკარდო ტიშის ჩრდილის ქვეშ მუშაობა) და გაგრძელდა, როდესაც მან მეგან მარკლისთვის შეკერა საქორწილო კაბა. ამის მიუხედავად წლევანდელ British Fashion Awards-ზე კლერი წლის ბრიტანელ დიზაინერად დაასახელეს და ჯილდო მას სწორედ მეგანმა გადასცა. წელს მეგანი და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება ბრენდად იქცა; ტრენჩების გაყიდვები, რომლებიც ავსტრალიის ტურზე ეცვა, 44%-ით გაიზარდა, პრინცესა დიანას ბეჭედის რეპლიკა, რომელიც ჰარიმ მეგანს ნიშნობაზე აჩუქა, eBay-ზე 114,000-ჯერ გაიყიდა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/harryandmeghanmoment-1526748540-1024x683.jpg)
ქეით სპეიდის სუიციდი და იუბერ დე ჟივონშის გარდაცვალება
ივნისში 55 წლის ამერიკელმა დიზაინერმა ქეით სპეიდმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. მან კარიერა ჩანთების შექმნით დაიწყო. ამერიკული სულით შთაგონებული ფერადი და ხალისიანი ჩანთები ნიუ-იორკში მალევე გაჰიტდა და 90-იანების ბოლოს ქეითი ქმართან ერთად უკვე წარმატებულ ბიზნესს მართავდა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/Syme-Kate-Spade-1024x575.jpg)
Photograph by Wendy Maeda / The Boston Globe via Getty
იუბერ დე ჟივონში კარიერის დასაწყისში პიერ ბალმანთან, კრისტიან დიორთან და ელზა სკიაპარელისთან ერთად მუშაობდა. ოდრი ჰეპბერნისთვის შავი კაბის შეკერვის შემდეგ, ფილმისთვის „საუზმე ტიფანისთან“ მას საკუთარი გარდერობი ამერიკის პირველმა ლედიმ, ჟაკლინ კენედიმ ანდო. დანარჩენი ისტორიაა. ლეგენდარული დიზაინერი მარტში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/gettyimages-151036126_wide-cc829cbe91ad3fc4a3ad00d3e890bc7f4f8ace03-s800-c85.jpg)
Hulton Archive/Getty Images
კიმ ჯონსი x Dior Homme
2018 წლის იანვარში, პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში Louis Vuitton-ის ჩვენების წინა დღეს ცნობილი გახდა, რომ 7 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ კიმ ჯონსისთვის ეს ლუი ვიტონში ბოლო ჩვენება იქნებოდა. ბრიტანელმა დიზაინერმა ფრანგულ სახლში კარიერა ლეგენდარულ ბრიტანელებთან – ნაომისთან და ქეითთან ხელჩაკიდებულმა დაასრულა. თებერვალში კი კრის ვან აშე დიორში კიმით ჩაანაცვლეს. Merry go round. Dior Homme by Kim Jones პირველად დევიდ ბექჰემს ეცვა სამეფო ქორწილში.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/gettyimages-984036410-edit-1530023140.jpg)
ვირჯილ აბლო x Louis Vuitton Menswear
ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზის ესთეტიკის გარდაქმნის იდეა ცხადი იყო 2011 წელს კიმ ჯონსის სადებიუტო კოლექციიდანვე, როდესაც ბრიტანელმა დიზაინერმა კლასიკის და streetwear-ის სინთეზით დაიწყო 7 წლიანი კარიერა ფრანგულ მოდის სახლში. ახლა კი, როდესაც streetwear-ს, შესაძლოა ითქვას, ყველაზე დიდი მომენტი აქვს, LVMH-შიც გადაწყვიტეს შანსი მიეცათ სრულად „სთრითვეარ“ დიზაინერისთვის და მამაკაცის ხაზის კრეატიულ დიექტორად ამერიკელი DJ, პროდიუსერი და დიზაინერი ვირჯილ აბლო დანიშნეს (მთავარი ხაზის მინდობა მაინც ვერ შეძლეს ანდერგრაუნდ დიზაინერისთვის, როგორც ეს Kering-მა შეძლო). ვირჯილი გახდა პირველი შავკანიანი დიზაინერი, რომელიც დაინიშნა ფრანგული მოდის სახლში კრეატიული დირექტორის პოზიციაზე. რიანას პირველს ეცვა Louis Vuitton Menswear by Virgil Abloh, შემდეგ კი იყო გარდაუვლად ემოციური და ხმაურიანი დებიუტი პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულზე.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/virgil-abloh-kanye-west-louis-vuitton-show-2018-gq-1024x768.jpg)
რიკარდო ტიში x Burberry
დიდი ბრიტანეთის ხსენებისას თავში სამი რამ მომდის – დედოფალი, ბიგ ბენი და ბარბერის პრინტი. უცნაური იყო ამდენად ბრიტანულ მოდის სახლში იტალიელი დიზაინერის აყვანა, რომლმაც ვიქტორიანულ-გოთიკური ესთეტიკით გაითქვა სახელი ფრანგულ მოდის სახლში მუშაობისას. სადავო სადებიუტო კოლექციის შემდეგ, რთული სათქმელი იყო, თუ რა ბედი ეწეოდა Riccardo Tisci x Burberry-ს. სელებრითი დიზაინერობის ფაქტორმა და ბარბერის ფაქტორმა ერთობლივად კარგად იმუშავა, – მას შემდეგ, რაც ბიონსეს, რიანას, მადონას და ა.შ. ეცვათ რიკის ბარბერი, გაყიდვებში ბოლო რამდენიმე წლის რეკორდი დაფიქსირდა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/burberrytisci.jpg)
კაროლინა ჰერერას ბოლო ჩვენება საკუთარ ბრენდში
წარმოშობით ვენესუელელმა კაროლინა ჰერერამ კარიერა 60-იანებში ემილიო პუჩისთან მუშაობით დაიწყო. ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ, მას არც მეტი არც ნაკლები, დიანა ვრილენდმა ურჩია სამოსის კერვა დაეწყო. პირველ ჩვენებაზე მომავალი სუპერმოდელი იმანი გამოიყვანა, მოსავდა ამერიკის რამდენიმე პირველ ლედის, მათ შორის ჟაკლინ კენედის, ლორა ბუშსა და მიშელ ობამას. 2004 წელს CFDA-ს ქალის სამოსის წლის დიზაინერად დასახელდა, ხოლო ამერიკის მოდის კონსულთა შორის საპატიო ადგილს დღემდე იკავებს. 2018 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ის საკუთარ ბრენდს ტოვებს და რომ მას უეს გორდონი ჩაანაცვლებს.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/hbz-carolina-herrera-index-1518193238-1024x512.jpg)
Michael Kors x Versace
ისტორიული იტალიური მოდის სახლი, რომელიც პირველივე დღიდან იჯახურ ფასეულობებზე დაყრდნობით იმართებოდა, დამწყებმა ამერიკულმა კონგლომერატმა – კაპრი ჰოლდინგსმა შეისყიდა. კაპრი ჰოლდინგსი მაიკლ კორსს ეკუთვნის და მან ვერსაჩეში 2 მილიარდზე მეტი გადაიხადა. დიდი ალბათობით, კაპრი ჰოლდინგსისთვის ეს პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი ევროპული მოდის სახლია. საინტერესოა, როგორ განვითარდება ეს ტანდემი და რომელი ბრენდი იქნება მორიგი კაპრი ჰოლდინგსის დაქვემდებარებაში.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/3Rahi.jpg)
მრავალფეროვანი
სექტემბრის თვე
სიახლე არაა, რომ სექტემბრის თვის ყდები მოდაში ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ აქედან გამომდინარე ინდუსტრიამ ყველა სასიამოვნოდ გააოცა; წელს 4 დიდი გამოცემიდან სამზე შავკანიანი ქალი იყო, ხოლო ამერიკული ვოგის ისტორიაში პირველად სექტემბრის ნომრის ყდა შავკანიანმა გადაიღო – ტაილერ მიტჩელი ბიონსემ თავად შეარჩია. ვოგის გარდა გლამურის, ბრიტანული და კანადური ელის, პორტერის, love magazine-სა და Marie Claire-ს სექტემბრის ყდებზეც ფერადკანიანი ქალები არიან, წლევანდელი ყველაზე მნიშვნელოვანი თვე ყდების მიხედვით რეკორდულად მრავალფეროვანია.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/10-beyonce-vogue-september-cover-2018-847x1024.jpg)
რაფ სიმონსის წამოსვლა კელვინ კლაინიდან
არავის გაკვირვებია გავრცელებული სიახლე რაფ სიმონსის კელვინ კლაინიდან წამოსვლის შესახებ, რადგან სიახლის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ რაფის კელვინ კლაინი საერთოდ არ იყიდება, მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელმა ბრენდს უდიდესი თანხა ჩაადებინა პიარში და ბრენდის სახეებად კარდაშიანებიც კი აიყვანა. ჯილ სანდერში წარმატების შემდეგ ყველას დიდი მოლოდინი გვქონდა, ჯერ დიორში, შემდეგ კელვინ კლაინში. ისევ ჯილ სანდერს თუ დავუბრუნდებით, რაფი კელვინ კლაინში უფრო მეტად რეალური და თითქოს უკვე შემდგარი ახალი ბრენდი იყო, მაგრამ რაფმი გაუთვლელ რისკზე წავიდა, ამერიკულ მინიმალისტურ ბრენდს მიმართულება სრულად შეაცვლევინა და ორ წელიწადში ბრენდის დატოვება მოუწია.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/Raf-Simons_Slaven-Vlasic_Getty-Images-1024x683.jpg)