პრინცესა დაიანა ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელიც გარდაცვალების შემდეგაც ისეთივე ცნობილია, როგორც – სიცოცხლეში. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მან იმაზე დიდი სიყვარული და აღიარება მოიპოვა, ვიდრე ბრიტანეთის სახელგანთქმული სამეფო ოჯახის რომელიმე სხვა წევრმა. ბოლო პერიოდში, ლედი დის პერსონა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. რაც შეგვიძლია Netflix-ის სერიალის, – Crown-ის პოპულარობასაც დაკუკავშიროთ. კიდევ ერთი ფაქტი, რამაც საერთაშორისო მედიის დიდი გამოხმაურება გამოიწვია, აღმოჩნდა ახალი ორსერიანი დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით – ”ინტერვიუ დაიანასთან – პრინცესას შურისძიება”. ფილმი სკანდალურ ინტერვიუს ეხება, რომელიც 25 წლის წინ, BBC-მ ჩაწერა. ეს იყო ჩარლზთან განქორწინების შემდგომი პერიოდი. ხანგრძლივ ვიდეო ინტერვიუში დაიანამ მისი და ყოფილი მეუღლის, ინგლისის პრინცის თანაცხოვრების ბევრი უცნობი დეტალი გაამხილა.

Princess Diana (c) getty

მიუხედავად უსაზღვრო პოპულარობისა, ლედი დის ბიოგრაფიაში გხვდება ნაკლებად ცნობილი, თუმცა, მნიშვნელოვანი ისტორიებიც. გთავაზობთ პრინცესა დაიანას შესახებ 15 ფაქტს, რომლებიც შესაძლოა არ გსმენიათ.

1. პრინცესა დაიანას ბებია დედის მხრიდან ბარონესა იყო. ის ბრიტანეთის დედოფლის – ელიზაბეთ მეორის დედის ახლო მეგობარი და მისთვის სანდო პირი იყო.

2. დაიანას მშობლები მაშინ გაშორდნენ ერთმანეთს, როცა ის 7 წლის იყო.

3. დაიანა სპენსერი გაიზარდა ნორფოლკში – მამულში, რომელიც სამეფო ოჯახს ეკუთვნოდა.

4. ბავშვობიდან, დაიანა ბალერინობაზე ოცნებობდა, თუმცა, უარი უთხრეს. მიზეზი ბალერინას პარამეტრებისათვის ზედმეტად მაღალი აღნაგობა იყო.

5. დაიანა ლედი გახდა მაშინ, როდესაც მამამისმა ერლ სპენსერმა ტიტული მიიღო. დაიანამ შეინარჩუნა მეტსახელი – “ლედი დი” მაშინაც კი, როდესაც პრინც ჩარლზზე იყო დაქორწინებული.

6. დაიანა 9 წლამდე განათლებას სახლში იღებდა. ამის შემდეგ, ის სკოლაში შევიდა. 16 წლის ასაკში, შვეიცარიაში განათლების შემდგომ საფეხურზე სასწავლებლად გაემზგავრა. შვეიცარიაში მან მხოლოდ ერთი სემესტრი ისწავლა – იქამდე, სანამ პრინც ჩარლზს შეხვდებოდა.

7. პრინც ჩარლზზე დანიშვნამდე, პრინცესა დაიანა სხვადასხვა პროფესიით იყო დასაქმებული – მათ შორის – მუშაობდა ძიძად და მასწავლებლად.

8. ის იყო სამეფო ოჯახის პირველი წარმომადგენელი, რომელსაც ჰქონდა ანაზრაურებადი სამსახური.

9. ქორწინებამდე, დაიანას სულ 12-ჯერ ჰყავდა პრინცი ჩარლზი პირადად ნანახი. ნიშნობისას დაიანა 19 წლის იყო, ჩარლზი კი – 32 წლის.

10. დაიანა იყო სამეფო ოჯახის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც არა სახლში, არამედ საავადმყოფოში იმშობიარა.

Princess Diana (c) getty

11. ის მადლობას ხელნაწერ ბარათით უხდიდა ყველა იმ ადამიანს, ვინც საჩუქრებს უგზავნიდა. როგორც ამბობენ, პრინცი უილიამის დაბადების შემდეგ, დაიანამ ათასამდე ასეთი წერილი გააგზავნა. მათ შორის, რამდენიმე აუქციონზე დაახლოებით 20 ათას დოლარად გაიყიდა.

12. დაიანა პირადად ხვდებოდა და ფოტოგრაფების წინაშე ხელს ართმევდა აივინფიცირებულ პაციენტებს. ამ ამბავმა ერთგვარად სენსაცია შექმნა იმის ფონზე, როგორი სტერეოტიპული დამოკიდებულებაც იყო ასეთი დიაგნოზისადმი. ლედი დი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ეს ტაბუ დაამსხვრია.

13. დაიანა სპენსერის საყვარელი ჯგუფი იყო ABBA.

14. ელტონ ჯონი, ლაიზა მინელი, ჯორჯ მაიკლი და ტილდა სუინტონი იმ ცნობილ ადამიანებს შორის არიან, ვისთანაც დაიანა მეგობრობდა.

15. დაიანამ ნიშნობის ბეჭედი თავად აირჩია კატალოგიდან – ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სამეფო ოჯახის წევრი იკეთებდა ისეთ სამკაულს, რომელიც არ იყო საოჯახო რელიქვია და არც სპეციალურად მისი მომავალი მფლობელისათვის დამზადებული. ეს იყო ულამაზესი და საკმაოდ ძვირადღირებული სამკაული, თუმცა, ის საზოგადოების სხვა წევრებისათვისაც იყო ხელმისაწვდომი, რამდენადაც იუველირს გასაყიდ კოლექციაში ჰქონდა წარმოდგენილი.