დურბანში (სამხრეთ აფრიკა) სავაჭრო სეზონის მსვლელობისას ქუჩებში ბევრი ადამიანი ირევა. ეს წლის საუკეთესო პერიოდია მოსახლეობისთვის თვალის შესავლებად. 2003 წელს დურბანს სამოდელო აგენტები სტუმრობდნენ, როდესაც ხალხმრავლობაში ერთი გოგონა შეამჩნიეს. 15 წლის ბალერინა, რომელიც სამხრეთ აფრიკის პატარა ქალაქში დაიბადა, ვერ იფიქრებდა, რომ იმ დღეს მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლებოდა. დღეს ქენდის სვანეფული მილიონიანი კონტრაქტებით და გულშემატკივრების არმიით სამოდელო ბიზნესის ვარსკვლავია.
თვალი გადავავლოთ ქენდისის კარიერის მნიშვნელოვან მომენტებს:
1.დებიუტი პოდიუმზე (2005 წელი)
16 წლის ასაკში ქენდისი ევროპაში პირველად აღმოჩნდა. თავიდან მისი გარეგნობა ყველაზე კარგად იტალიურ მოდაში მიიღეს. 16 წლის თინეიჯერი Missoni -ს, Dolce & Gabbana-ს და Sportmax-ის ჩვენებებზე გამოვიდა.
2.გადაღება გერმანულ ELLE – სთან (2006 წელი)
2006 წელს ქენდისი სექსუალური იმიჯით პირველად ვიხილეთ. ეს იყო გადაღება, რომელმაც მისი ფიზიკური მონაცემები განსხვავებულად წარმოაჩინა და ვიქტორია სეკრეტი დააინტერესა. ფოტოსესიას ხშირად უწოდებენ ქენდისის პირველ ნაბიჯს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური სუპერმოდელის სტატუსისკენ.
3.დებიუტი ვიქტორია სეკრეტის შოუზე (2007 წელი)
2007 წელს ქენდისი პირველად გამოვიდა იმ ბრენდის ჩვენებაზე, რომელმაც ის სუპერმოდელად შექმნა.
4.კონტრაქტი ტომ ფორდთან (2010 წელი)
2010 წელს ქენდისი ტომ ფორდის სათვალეების და ტანსაცმლის ხაზის სახე გახდა. მოდაში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილების მიუხედავად, 2010 წლისთვის ქენდისს მაღალი დონის მნიშვნელოვან დიზაინერთად კონტრაქტი არ ჰქონდა. ტომ ფორდი იყო პირველი დიდი დიზაინერი, რომელმაც სვანეფული სახედ აიყვანა.
5.ანგელოზის კონტრაქტი ვიქტორია სეკრეტთან (2010 წელი)
2010 წელს ქენდისი ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი გახდა. ის ამ სტატუსს დღემდე ინარჩუნებს.
დებიუტი მილანის მოდის კვირეულზე 2005 წელს
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/10/5-1024x1024.jpg)
გადაღება გერმანულ ელთან 2006 წელს
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/10/Elle-2-775x1024.jpg)
დებიუტი ვიქტორია სეკრეტის ჩვენებაზე 2007 წელს
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/10/006-701x1024.jpg)
ტომ ფორდის 2010/11 წლების კამპანია
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/10/Tom-Ford-Fall-2011-Ad-Campaign-Candice-Swanepoel-Pictures-1024x768.jpg)
პირველი გამოსვლა VS-ის შოუზე ანგელოზის სტატუსით, 2010 წელი
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/10/vs.jpg)
6.პირველი ვოგი (2011 წელი)
2011 წლის თებერვალში იტალიურმა ვოგმა ახალი გარეკანი გაავრცელა, რომელზეც ქენდის სვანეფული სტივენ მეისელის ობიექტივში პოზირებდა. იტალიური ვოგის 2011 წლის თებერვლის ნომერმა ქენდისი პრესტიჟულ ტოპ მოდელად აქცია, რომელთან მუშაობა მხოლოდ ვიქტორია სეკრეტს აღარ სურდა, არამედ ჟივანშის და ვერსაჩეს მოდის სახლებსაც.
7.ფორბსის მაღალანაზღაურებადი მოდელების სია (2010-2011)
ძალიან წარმატებული კონტრაქტები ქენდისის შემოსავალზეც აისახა. სამხრეთ აფრიკელი პირველად მოხვდა პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის. სვანეფულმა 12 თვეში 3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ქენდისი მაშინ მხოლოდ 22 წლის იყო.
7.პირველი მეტ გალა (2012 წელი)
2012 წელს ქენდისი მეტ გალაზე პირველად მიიწვიეს. მეტ გალა მოდის ყველაზე პრესტიჟული წითელი ხალიჩაა, რომელიც მხოლოდ წარმატებულ სამოდელო კარიერას არ უსვამს ხაზს. მეტ გალაზე მოხვედრა მოდაში ვარსკვლავად კურთხევაა. 2012 წლიდან ქენდისმა გაარღვია მოდის საზღვრები და საერთაშორისოდ ცნობილი გახდა.
8.ბრილიანტის ბიუსჰალტერი (2013 წელი)
ქენდისი ვიქტორია სეკრეტის 10 მილიონ დოლარად შეფასებული ბრილიანტის ბიუსჰალტერისთვის შეირჩა. “Fantasy Bra” ყველა მოდელისთვის საუკეთესო საჩუქარია, თუმცა სვანეფულის შემთხვევა გამორჩეული იყო. ქენდისის ბიუსჰალტერი ვიქტორია სეკრეტში გასული 13 წლის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია. თუმცა ბრენდმა ესეც არ იკმარა და ქენდისს შოუს გახსნის პატივიც არგუნა. სამხრეთ აფრიკელი, ჟიზელ ბუნდჩენის შემდეგ, გახდა პირველი მოდელი, რომელმაც ვიქტორია სეკრეტის ჩვენება ბრილიანტის ბიუსჰალტერით გახსნა.
9.მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ქალის ტიტული (2014 წელი)
2014 წელს მაქსიმმა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში 100 ყველაზე სექსუალურ ქალს ასახელებს. გამოკითხულთა უმრავლესობამ პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად ქენდისი დაასახელა.
10.ინდუსტრიის აიქონის სტატუსი (2017 წელი)
2017 წელს Models.com – ის საერთაშორისო რეიტინგმა ქენდისი სამოდელო ინდუსტრიის აიქონებში შეიყვანა. “Industry Icon” რეიტინგი აერთიანებს მოდელებს, რომლებსაც მინიმუმ 7 წლიანი ურყევი კარიერა აქვთ და დიზაინერებში, ფოტოგრაფებში, თუ რედაქტორებში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ.
იტალიური ვოგი 2011 წლის თებერვალი
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/10/candice-swanepoel-by-steven-meisel-vogue-italia-february-2011-774x1024.jpg)
მეტ გალა 2012 წელს
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/10/91536c2db3e7a610ba85a1361db25e65-710x1024.jpg)
10 მილიონ დოლარად შეფასებული ბიუსჰალტერით 2013 წელს
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/10/e562fc1acaf6a26641dd2dbc30815a99-698x1024.jpg)