Pearls and Cashmere, ვინტაჟური ნივთების ერთგვარი საცავი-მაღაზია, ფაქტობრივად ერთადერთია ამიერკავკასიაში. ის უკვე ორი წელია მომხმარებლებს სთავაზობს იშვიათი, საოცნებო ნივთების სელექციას წარსულიდან, სწორედ იმ ნივთების, რომლებმაც ბევრ ჩვენგანს მოდის ინდუსტრია შეგვაყვარა. მათი ანალოგების ხილვა მუზეუმებსა, თუ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან პირად კოლექციებშია შესაძლებელი. რიგი ნივთების იდენტიფიცირება საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს რამდენიმე მიზეზის გამო: ზოგი არქივული ჩვენება ნაწილობრივაა ხელმისაწვდომი ინტერნეტში, ზოგიც საერთოდ არ მოიპოვება, ზოგი საპოდიუმო ლუქი მრავალი ფენისგან შედგება და რთულია, ან შეუძლებელია რამდენიმე ფენა სამოსის ქვეშ აქსესუარების დანახვა. ზოგჯერ, ჩვენებებზე გამოტანილი ნივთების გასაყიდად დამზადებისას, იცვლებოდა მათი ფერი, დეტალები და ა.შ. თუმცა, როგორც წესი, ნივთების იდენტიფიცირება ხდება იარლიყის, ფორმისა და ნაჭრების მეშვეობით. Pearls And Cashmere-ის მაღაზია Pierrot Le Fou-შია განთავსებული და გარდა იმ ნივთებისა, რომლებიც დახურულ გაყიდვებზე პირადად კოლექციონერებისათვისაა წარდგენილი, არქივის დიდი ნაწილის ნახვა სწორედ აქ არის შესაძლებელი. “ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, ხანდახან ხდება ისე, რომ ზუსტად იცი, თუ რომელი ბრენდისა და კოლექციის ნივთი გიჭირავს ხელში, თუმცა ზოგჯერ ნივთების ამოცნობა დაუსრულებელი პროცესია” ამბობს პროექტის ავტორი, ლუკა ღვინიაშვილი, რომელმაც გაგვიზიარა მოკლე სია უნიკალური ნივთებისა, რომლებიც Pearls and Cashmere-ში იყიდება ან გაიყიდა.
შანელის შავ-თეთრი ქამარი შანელის 1995 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან, რომელიც ჩვენებაზე ლინდა ევანჯელისტას ეკეთა.
Yves Saint Lauren-ის ჟაკეტი ლეოპარდის პრინტით, 1993 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან.
ჯონ გალიანოს დიორი.
ესკადა, 1980-იანი წლები.
Yves Saint Lauren, 70-80-იანი წლები.
ვინტაჟური Viktor & Rolf.
შანელის გულსაბნევი, 80-იანი წლები.
გულსაბნევი შანელის 1990 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან.
ვინტაჟური Yves Saint Lauren-ის პიჯაკი და შანელის გულსაბნევი.
Yves Saint Lauren, 70-იანი წლები.