ქართული მოდის განვითარებისთვის გასული ათწლეული განმსაზღვრელი პერიოდი იყო. დემნას და თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის საერთაშორისო წარმატებამ, ქართველ დიზაინერებს მანამდე არნახული ხილვადობა მოუტანა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი კი, უკრაინულ ვოგს უკავშირდება.
2018 წლის იანვარში, მოდის ბიბლიის უკრაინულმა გამოცემამ ახალი ნომერი გამოაქვეყნა. გარეკანს ლეგენდარული ალეკ ვეკი დემნას ბალენსიაგას კოლექციით ამშვენებდა.
Vogue უკრაინა – 2018 წლის იანვარი

ფოტოსესიის ძირითადი ნაწილი ქართველ დიზაინერებს დაეთმოთ. გიორგი ქებურია, ლადო ბოკუჩავა, თამუნა ინგოროყვა, ირაკლი რუსაძე, გოლა დამიანი და რა თქმა უნდა, დემნა – ეს პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც Vogue-ის გარეკანის ფოტოსესია ქართველმა დიზაინერებმა დაიკავეს.

დიზაინერი: გიორგი ქებურია 
დიზაინერი: ლადო ბოკუჩავა 
დიზაინერი: თამუნა ინგოროყვა 
დიზაინერი: ლადო ბოკუჩავა

დიზაინერი: ირაკლი რუსაძე 
დიზაინერი: ლადო ბოკუჩავა 
დიზაინერი: გიორგი ქებურია 
დიზაინერი: გოლა დამიანი.
ფოტოგრაფი: Alexander Saladrigas
სტილისტი: Julie Pelipas




