რა მოგვდის თავში პირველად, როდესაც სუნამოს რეკლამაზე ვფიქრობთ? რა თქმა უნდა, ლამაზი მოდელი ან მსახიობი, რომელიც მაშინვე იპყრობს ნებისმიერი მამაკაცის ყურადღებას, ცოტა ხანში უჩინარდება და კვლავ ჩნდება. ამერიკელი რეჟისორის, სპაიკ ჯონსის მიერ გადაღებული კენზოს რეკლამა კი ზემოთხსენებულის ანტიპოდია და მეტიც, ვიდეორგოლი სუნამოების რეკლამების ერთგვარ პაროდიადაც შეიძლება აღვიქვათ.

რეკლამაში მონაწილეობა მსახიობმა და მოცეკვავემ, მარგარეთ ქუალიმ მიიღო. მსახიობი განსაკუთრებით “Leftovers”-ის მაყურებლებისთვის იქნება ცნობილი.

“ერთადერთი, რაც ჩემმა აგენტმა მაცნობა ის იყო, რომ სურდათ ხესავით მეცეკვა”  – მარგარეთ ქუალი

“სპაიკის საცხოვრებელში მივედი…გაურკვეველად ამიხსნა იდეა, სიმღერა ჩართო (რომელიც რეკლამაშია) და მეკითხება: “გინდა იმპროვიზაცია?” თავისი აიფონით იღებდა, მე კი ფსიქოპატივით ვცეკვავდი ერთი საათის განმავლობაში, სანამ მისი მობილური ბოლომდე არ დაჯდა”

მარგარეთ ქუალი

“ცეკვისას მეუბნებოდა: “ახლა ვამპირი ხარ, აი ახლა შენი მკლავი თავს გესხმის. მის იატაკზე ვხოხავ…მერე ავდექი და მეუბნება: “სასიამოვნო იყო შენთან შეხვევრდა”

ქორეოგრაფია რაიან ჰეფინგტონს ეკუთვნის. რაიანი სიას “Chandelier”-ის მუსიკალური ვიდეოს ქორეოგრაფიც იყო. მუსიკას, რომელსაც “Mutant Brain” ჰქვია, სპეციალურად კამპანიისთვის შექმნეს დიჯეებმა Sam Spiegel & Ape Drums.