სუპერმოდელი იმანი და ლეგენდარული დევიდ ბოუი ერთმანეთს 90-იანი წლების დასაწყისში შეხვდნენ და 1994 წელს დაქორწინდნენ. ორივე მათგანი მაშინ უკვე ცნობილი და წარმატებული იყო, ორივეს სტილი კი, გამორჩეული და დახვეწილი. აქედან გამომდინარე, არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, მათ საერთო სტილზე ახლაც საუბრობენ და ისინი ბევრისთვის დღესაც შთაგონების წყაროდ რჩებიან.

იმანი ბრიტანულ ვოგს თითქმის 40 წლიანი კარიერის განმავლობაში პირველად ამშვენებს, ის 2023 წლის იანვრის ნომრის ყდაზეა. ინტერვიუში მან, რა თქმა უნდა, ბოუისთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არასდროს წარადგენდა იმანს, როგორც უბრალოდ მის ცოლს, “ის ყოველთვის ამბობდა “გაიცანით იმანი, ჩემი მეუღლე.” ჩვენ ერთად ვიყავით, თუმცა ორივეს ჩვენი პიროვნულობა გვქონდა.”

ამ სტატიაში გთავაზობთ 19 არქივულ მომენტს, როდესაც იმანი და დევიდ ბოუი ქუჩის სტილის, წითელი ხალიჩისა და სხვადასხვა ღონისძიების მთავარი წყვილი იყო.