„დიდი მადლობა დაიან (ვონ ფურშტენბერგი) შენი სიტყვებისთვის. ძალიან ამაყი ვარ და ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. რამდენადაც მახსოვს, მოდა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი. მან ჩემზე გავლენა რეალურად სანამ დავიბადებოდი მანამდე იქონია. ბევრმა თქვენგანმა არ იცის ეს, მაგრამ ბებიაჩემი მკერავი იყო. ბებიას და ბაბუას საკმარისი თანხა არ ქონდათ, მათ არ შეეძლოთ დედაჩემის კათოლიკურ სკოლაში სწავლების საფასურის გადახდა. ამიტომ დედაჩემის განათლების სანაცვლოდ, ბებია მღვდელ-მონაზვნებისთვის ტანსაცმელს და სტუდენტებისთვის უნიფორმებს კერავდა. მან შემდეგ დედაჩემს გადააბარა ეს საქმიანობა და ასწავლა თუ როგორ უნდა შეეკერა.
ჯერ კიდევ Destiny’s Child-ში, მაღალი დონის ბრენდებს დიდად არ სურდათ ოთხი შავი, ქანთრი, მრგვალი ფორმების მქონე გოგოს შემოსვა, ჩვენ კიდევ დიზაინერის კაბების და კუტიურის შეძენის საშუალება არ გქვონდა. დედაჩემს ნიუ-იორკის ყველა შოურუმში უარს ეუბნებოდნენ. მაგრამ ბებიაჩემის მსგავსად, თავისი შვილების ოცნებების ასახდენად, თავისი ნიჭი და კრეატიულობა გამოიყენა. დედაჩემმა და ბიძაჩემმა, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, შექმნეს ყველა ჩვენი პირველი კოსტუმი, დამოუკიდებლად ამაგრებდნენ ასობით კრისტალს და მარგალიტს, ძალიან ბევრ ვნებას და სიყვარულს დებდნენ თითოეულ მცირე დეტალში. როდესაც ეს სამოსი მეცვა, თავს Khaleesi-ად ვგრძნობდი. ექსტრა ჯავშანი მქონდა, რაც ბევრად უფრო ღრმა იყო, ვიდრე ნებისმიერი ბრენდის სახელი.
დედაჩემი ფანტასტიკური და ლამაზია და ის დღეს აქ არის. დედაჩემი, ბებიაჩემი და ბიძაჩემი ყოველთვის ჩემთან არიან, ასე რომ ვერ დავეცემი. დედაჩემმა შექმნა ჩემი საქორწილო კაბა, გამოსაშვები საღამოს კაბა, ჩემი პირველი CFDA-ს დაჯილდოების კაბა, ჩემი პირველი გრემის კაბა და სია გრძელდება და გრძელდება. და ჩემთვის ეს მოდის ნამდვილი ძალა და პოტენციალია. ის საკუთარი იდენტობის ძიების ინსტრუმენტი არ არის. ის სტილს სცდება და ყველა ჩვენი საუკეთესო ეტაპის დროის კაფსულაა. ამიტომ მადლობა დედაჩემს, ბებიაჩემს, ბიძაჩემს, ყველა თქვენთაგანს. მადლობა იმის ჩვენებისთვის, რომ გარეგნობის ქონა გაცილებით მეტია, ვიდრე შენი ფსიქიკური სილამაზე და სამოსი რომელიც გაცვია.
მადლობა, რომ დამანახეთ თუ როგორ უნდა გავრისკო, ვიყო შრომისმოყვარე და ვიცხოვრო საკუთარი წესებით. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა დიზაინერს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა ადამიანებმა იგრძნონ, რომ შეუძლიათ თავიანთი ახალი ისტორია დაწერონ. თქვენ ყველანი ზღაპრული ნათლიდედები, ჯადოქრები, მოქანდაკეები და ზოგჯერ ჩვენი თერაპევტებიც ხართ. მოგიწოდებთ არ დაგავიწყდეთ თუ რა ძალას ფლობთ ან რომ მსუბუქად მიიღოთ ის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავეხმაროთ საზოგადოებას, სადაც ნებისმიერ გოგოს შეუძლია შეხედოს ბილბორდს ან ჟურნალის გარეკანს და მასზე საკუთარი გამოსახულება დაინახოს. სულს არ აქვს ფერი, მოხაზულობა, ფორმა. ისევე როგორც ყველა თქვენს ნამუშევარში, ეს სცილდება იმას, რასაც თვალი ხედავს. თქვენ გაქვთ ძალა შეცვალოთ გაგება, შთააგონოთ და უფლებით აღჭურვოთ და დაანახოთ ხალხს, როგორ დასძლიონ თავიანთი სირთულეები და დაინახონ ხარვეზები, ნამდვილი სილამაზე და ძალა, რომელიც ყველა ჩვენთაგანშია. დიდი მადლობა ამ დაუჯერებელი ჯილდოსთვის, ეს ღამე არასოდეს დამავიწყდება. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობა.“ – Beyoncé,
