გასულ წელს, როცა რიკ ოუენსმა იოჯი იამამოტოს დაუსვა შეკითხვა, გრძნობდა თუ არა თავს პანკად, ლეგენდარულმა დიზაინერმა უპასუხა: “ყოველთვის. ჩემი ასაკის ადამიანებს შეიძლება უფრო დიდი მომავალი აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს.” იოჯის ახალი კოლექციის ხილვით ჩვენთვის მისი ეს სიტყვები კიდევ უფრო სარწმუნო ხდება.

© Yohji Yamamoto

ჩვენების ჩანაწერების მიხედვით, 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია არის “განაცხადი დღევანდელი მსოფლიოს შესახებ.” მასში მეამბოხის განწყობაც განსაკუთრებით იგრძნობა. ყურადღებას, პირველ რიგში, ნეოპრინის ქურთუკები და მათი სილუეტი იქცევს, შემდეგ კი იოჯის არაჩვეულებრივი უნარი, რომ შავ ფონზე ფერები კიდევ უფრო დიდებულად წარმოაჩინოს. ტყავის და მეტალის დეტალები კოლექციის გარკვეულ დამოკიდებულებას აყალიბებს, რომელსაც სლოგანები კიდევ უფრო ამძაფრებს.

კოლექციის პათოსი ნაკლებად შემწყნარებელია და მისი ტონი უფრო აგრესიულია. “You have to take me to hell,” “I’m Proletariat,” “Born to be terrorist” – იმ ფრაზებს შორისაა, რომელთაც ტანსაცმელზე ვხვდებით. Vogue-ის ცნობით, ამ პრეზენტაციით იამამოტომ უმეტესწილად ქუჩასა და მსოფლიოსთან დაკავშირებული თავისი ახალი დაკვირვებები წარმოაჩინა. სახის ნიღბების გამოყენებით დიზაინერი მიმდინარე პანდემიასაც გამოეხმაურა.

Yohji Yamamoto შემოდგომა/ზამთარი 2021

© Yohji Yamamoto
© Yohji Yamamoto
© Yohji Yamamoto

ჩვენების ჩანაწერი